სირიის სამხედრო საბჭოს ლიდერის, ადნან აბუ ამჯადის განცხადებით, სირიის ქალაქი მანბიჯი და მის ახლომდებარე დასახლებული ტერიტორიები „ისლამური სახელმწიფოსგან“ (ISIS) სრულად გათავისუფლდა.
ერთი პოლიციელია მოკლული და 10 პოლიციელი და სამხედრო ძალების წარმომადგენელი დაშავებული, ინდოეთში პოლიციის შენობაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. თავდასხმა ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 70–ე წლისთავს დაემთხვა, წერს "დოიჩე ველე".
თურქეთის პროვინცია დიარბაქირში, პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა.
ევროკავშირმა უნდა მისცეს თურქებს ოქტემბერში უვიზო მიმოსვლა, თორემ მიგრანტების შესახებ მიღწეული შეთანხმება, რომელიც ევროპაში არალეგალი მიგრანტების შედინებას აღკვეთს, შესაძლოა განზე იყოს გადადებული, განუცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გერმანულ გაზეთს.
სირია-თურქეთის საზღვარზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ატმეჰის სიახლოვეს, ერთ-ერთ ავტობუსში თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.
წინასწარი გამოძიებით ნიუ იორკის ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტის ტერმინალში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის სამხილი არ არსებობს, მიუხედავად იმისა რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კვირას იქ სროლები ისმოდა, – განაცხადა აეროპორტის ოპერატორმა.
დღეიდან მარიამობის ორკვირიანი მარხვა დაიწყო, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, 28 აგვისტოს დასრულდება.
თურქეთის პრემიერ მინისტრის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, ოფიციალური ანკარა ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი თომას დე მეიზიერი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული საფრთხეების საპასუხოდ, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა გაზრდას მოითხოვს.
შვეიცარიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ სალეზში, მამაკაცმა მატარებლის ვაგონში ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი მგზავრებს დანით თავს დაესხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.