პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ოფიციალურად დაადასტურა და მოიწონა ჰილარი ქლინთონის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობა.
ქართული ასეული პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნაში ANAKONDA-16-ში ჩუტყვავილით დაავადების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს.
მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი სუ-27 ჩამოვარდა. აღნიშნულ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
გაერო-ს თანამშრომელი, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგი მშვიდობისმყოფელების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებს იძიებდა, გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გაერო-ს გენერალური მდივანი თელ-ავივში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს. ბან კი მუნი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებსა და ისრაელის მთავრობას.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღესრულება.
ორმა შეიარაღებულმა პალესტინელმა ცენტრალურ თელ–ავივში პოპულარული ღია მაღაზიების მიმდებარედ 4 ადამიანი მოკლა და 6 სხვა დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ისლამური სახელმწიფო" ეგვიპტის პირამიდების აფეთქებით იმუქრება. „Daily Mail“-ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ტერორისტული ორგანიზაცია ვიდეო-რგოლს ავრცელებს.
ამერიკული სოციოლოგიური ინსტიტუტის Pew Research Center-ის გამოკითხვის შედეგების, მიხედვით ევროპულ ქვეყნებში ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური განწყობები ძლიერდება. აღნიშნულ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება, გერმანიას აქვს დეკლარირებული ინტერესი, ვიპოვოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი ღიად არ იყოს დარჩენილი, - ბუნდესტაგის პრეზიდენტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.