სოციალური ქსელი

„ქვეყნები თავის თავში იკეტებიან ისე, როგორც არასდროს... მე მგონი, ეს უფრო დიდი გამოწვევაა ევროკავშირის იდეისთვის, ვიდრე თუნდაც ბრექსიტი... კორონავირუსი გახდა ნაციონალიზმის გაძლიერების მძლავრი ფაქტორი“, ასე აფასებს „ფეისბუქზე“ პროფესორი გია ნოდია ახალი კორონავირუსის აფეთქების გამო ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს.

სრულად...

რა კორონა და რის ვირუსი? არ მინდა შეგაშინოთ ისედაც მუდმივ სტრესში მყოფი საქართველოს მოსახლეობა, მაგრამ საქმე გაცილებით მძიმედაა... ჯერ კიდევ 1993 წლიდან ქართველი ონკოლოგები აფრთხილებდნენ საზოგადოებას დამდეგი საფრთხის შესახებ და იუწყებოდნენ, რომ იმპორტირებული ფქვილით დამზადებული პური, გამოიწვევდა სიმსივნურ დაავადებებს. სწორად მიხვდით - ბურჯანაძის ფქვილზეა საუბარი, რომლის რეინკარნირებასაც ცდილობს ყოფილი რეჟიმი“, წერს სოციალურ ქსელში პარტია „ლიბერალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე.

სრულად...

„საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ წარმომადგენელი ლევან სილაგავა „ფეისბუქზე“ წერს, რომ მოსახლეობაში შექმნილი პანიკა პროდუქტების მარაგების ამოწურვასთან დაკავშირებით „სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ქვეყნებს შორის ადამიანების გადაადგილებაა შეზღუდული და არა ტვირთების“.

სრულად...

ბავშვობაში, მაშინდელ და ჩემთვის ახლაც ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლში, ჩვენი სადარბაზოს სარდაფში შუახნის  ქურთ ცოლ-ქმარს სამუშაო იარაღის შესანახად  სათავსო ჰქონდათ გამოყოფილი,  ამის გამო ხშირად ვხვდებოდი მათ. 

სრულად...

ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია მიიჩნევს, რომ „კორონავირუსი ვიღაცის მიერ ხელოვნურად შექმნილი მიკროორგანიზმი თუ არის, რომელიც შეგნებულად გაუშვეს მთელ დედამიწაზე, მაშინ ნამდვილ მესამე მსოფლიო ომთან გვაქვს საქმე“.

სრულად...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს და მის გუნდს მადლობას უხდის ონის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკში, შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი, რომელსაც ის იყენებს პირადი საკუთრებისთვის.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველმა მოქანდაკემ დავით ნათიძემ დიდი საჩუქარი გაუკეთა, კიევში თავისი სახლის ეზოში თავისი თანამედროვე ქანდაკება "ქალის ტორსო" დადგა.

სრულად...

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ახალი კორონავირუსი დაუდგინდა და მკურნალობის კურსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის. 

სრულად...

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციას, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას ითვალისწინებს, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აფასებს და ამბობს, რომ „ვირუსი ივანიშვილს ტუზივით ეცემა“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი