ვაჟა გაფრინდაშვილი ჩემი ექიმია. ორ სხვა ტრამვატოლოგ ექიმთან ერთად მან გამიკეთა ოპერაცია, რომელმაც გადამარჩინა მინიმუმ დახეიბრებას და შესაძლოა სიცოცხლეც კი შემინარჩუნა. და რაც მთავარია, ვაჟა გმირია, თანამედროვე ცოტნე დადიანია“, წერს სოციალურ ქსელში მამუკა კუდავა, 2007-2012 წწ.-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში.
დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ფეისბუქის“ მეგობრებიდან შლის მათ, „ვისაც არ უნდა გაიგოს, რომ ხალხთან ვდგავარ როგორც ყოველთვის და არა ნაცებთან!“
შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ნემსაძე, რომელიც აცხადებს, რომ საფრანგეთში პოლიტიკურ დევნილს წარმოადგენს, „ფეისბუქზე“ წერს, რომ „730 მილიონი ლარი თავდაცვის ბიუჯეტიდან ოფიციალურად დაკარგულად გამოცხადდა და ეს აუდიტის სამსახურის ოფიციალურ დასკვნით ანგარიშშია“ ასახული.
„ყოველთვის ვერიდები ამ თემაზე ლაპარაკს, ყოველთვის ვიკავებ თავს, ბევრისთვის ეს ცნობილია... ახლა კი მინდა ხმამაღლა ვთქვა... ჩემი შვილი ( სიძე ) მამა ზინობი აგერ უკვე 27 წელიწადია ღია ცის ქვეშ მოღვაწეობს და უდრტვინველად ადიდებს უფალს თავის არაჩვეულებრივ მრევლთან ერთად“, წერს „ფეისბუქზე“ დალი დევიძე.
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავიდან უნდა გამოიძიოს „დეკანოზ მამალაძის საქმე“, რადგან მისი თქმით, „დეკანოზი“ მამალაძე აპირებდა არა შორენა თეთრუაშვილის მოკვლას, არამედ ის გეგმავდა პატრიარქის მკვლელობას“.
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილს, ცოტნე გამსახურდიას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ რუსეთის დაზვერვის ფედერალური სააგენტოს ჯაშუშობაში სდებს ბრალს და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ „პატრიარქის შეურაცხყოფაში გაწაფული ცოტნე გამსახურდია სააკაშვილის რეჟიმმა გაანასედკა, გადაიბირა და ციხიდან მალევე გაათავისუფლა“.
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ „რატომ არ უნდა პეტრეს შიომღვიმის მონასტერში წასვლა“.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არსებობდა კომუნიკაცია პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არის ცნობილი და ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა დაადასტურა.
„ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ყველაფერი რაც ხდება, არის პირადად ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული, მომზადებული, ორკესტრირებული კამპანია პატრიარქის ავტორიტეტის განადგურების და მისი გადაყენების“ - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს.
ჟურნალისტი, ტელეკომპანია „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პირებისადმი კრიტიკით გამოდის და სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები „იმაზე კი არ ლაპარაკობენ, რა შემოსავალს მოუტანს ბიუჯეტს და შემდეგ ეს როგორ აისახება სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ხელფასებზე და პენსიებზე...“ არამედ იმაზე „რატომ უნდა გააკეთოს მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილმაო!“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.