სოციალური ქსელი

პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს და ურჩევს „ყველაზე სწორ და მართალ გზაზე - ანუ წასვლაზე“ იფიქროს, სხვა შემთხვევაში კი, როგორც ჩარკვიანი აცხადებს, „დიდი და ცუდი ამბავი დატრიალდება ჩვენს სამშობლოში... რადგან ქვეყანას არ დავთმობთ“.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი „ფეისბუქში“ წერს, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებების გარეშე - „რა კარგი ყოფილა ვარდისფრად ცხოვრება“.

სრულად...

გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პროკურატურაშია დაბარებული და „უახლოვდება ნელ-ნელა მატროსოვს“.

სრულად...

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზეა დაბარებული.

სრულად...

ისტორიაში რომ წაგვიკითხავს, რას სჩადიოდნენ მოღალატე ქართველი თავადები, როდესაც ქვეყანა ნაწილ-ნაწილ იშლებოდა და ღატაკდებოდა, ისინი კი სამღვდელოებასთან ერთად მტერს ეკვრებოდნენ და ფუფუნებისთვის საკუთარ ხალხს ყიდიდნენ, ასეთი პერიოდი უდგას საქართველოს“, აცხადებს ცოტნე გამსახურდია და მიიჩნევს, რომ „მხოლოდ რკინის ხელით თუ ეშველება რამე ამ ქვეყანას, რომელიც რკინის შანთით ამოშანთავს ამათ და ამათ აზროვნებას“.

სრულად...

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის გირაო შეუფარდა და რომელიც არ აპირებს გირაოს გადახდას და ანგარიშზე თუგინდ 5 თეთრის შეტანასაც კი, მოუწოდებს თავის გულშემატკივრებს, რომ „არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ნებისმიერი თანხის შემტანი ძალიან დამაზარალებს რეპუტაციულად“.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ ბახმაროში ჰოლანდიურ ორკესტრს მის აშენებულ კინოთეატრის დარბაზში უნდა დაეკრა, მაგრამ „წინა ღამით დარბაზში შეცვივდნენ ადგილობრივი ქოც აქტივისტები, დაამტვრიეს იქაურობა და კონცერტი ჩაშალეს“.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართველი ჯარისკაცების გასამართლებას საჯაროდ ლობირებს ჰააგაში და ეს უკვე აშკარად სცდება ოლიგარქის ზოოპარკის თავშესაქცევი თამაშების ფარგლებს“.

სრულად...

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამაუწყებლო კომპანიის იურისტის, თამთა მურადაშვილის სამსახურიდან გათავისუფელბას „ფეისბუქზე“ ეხმაურება და აცხადებს, რომ „გაშვებების სერია დაიწყო“.

სრულად...

საქართველოდან ემიგრაციაში ბავშვობის პერიოდში წასული თორნიკე ბედიანაშვილი, რომელიც 17 წელია უცხოეთში იმყოფება, „ფეისბუქში“ წერს, რომ ვერ შეეჩვია უცხო გარემოს, აუცილებლად დაბრუნდება და იბრძოლებს საქართველოს მომავლისთვის.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი