სოციალური ქსელი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ პოლონეთის ემიგრაციის სამსახურს ფარნაოზ ჭკადუასთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის თაობაზე ჩვენება მისცა.

სრულად...

„ბიძინა ივანიშვილი ახლა რუსეთში ნაშოვნი გაურკვეველი წარმოშობისა და პანამის ოფშორული კომპანიიდან შემოსული ფულით განაგრძობს კერძო სტრუქტურების ნგრევასა და ჯიბეში ჩადებას“, ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წყალტუბოს სრული რეაბილიტაციის თაობაზე.

სრულად...

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მეუფე იაკობის „ფერისცვალება“ მისი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ გახდა აშკარა და იგი მეუფე შიოს პატრიარქის თანამოსაყდრედ დადგენამ „გაანაწყენა სასტიკად“.

სრულად...

უკვე მერამდენე დღეა „საქართველოს ბანკისგან“ საჩუქარს ველოდები! - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაურ ნაჭყებია და ამატებს, რომ არ ხუმრობს, რადგან ბანკი შეჰპირდა, რომ სიურპრიზს გაუკეთებს.

სრულად...

„დღეს კიდევ ერთი წერილი მივიღე, რომელშიც მთხოვენ დავეხმარო საქართველოს დატოვებასა და ოჯახით უცხოეთში გადახვეწაში, ვინაობას ვერ დავასახელებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ კაცმა მთელი ცხოვრება თავის ქვეყანას შეალია და არაერთი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გამოზარდა“, აცხადებს „ფეისბუქის“ მეშვეობით მსოფლიო ბანი, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე და სოციალური ქსელის მომხმარებლისგან რჩევას ელოდება, როგორ მოიქცეს.

სრულად...

„ეკონომიკის მინისტრობიდან რომ გადავდექი, ინგლისში წავედი და ლონდონის ბიზნეს სკოლაში ჩავაბარე... რას იკლავდი თავს იდიოტო ჩემო თავო, თუ ბოლოს მე მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ამ უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?“, აცხადებს „გამარჯვებული საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი.

სრულად...

„ტვ პირველი“ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ფოტოს ავრცელებს, სადაც იგი ნიჩბით და ბარით ჩანს თავის ავტომანქანასთან.

სრულად...

„ვადასტურებ, მაშინაც მოღალატეებს ვეძახდი გიგა ბოკერიას და მის „გუნდს“ და ახლაც იგივეს ვფიქრობ. 2016 წლის გაყალბებული არჩევნები „ქოცებს“ სწორედ ბოკერიას „გუნდმა“ „გაუპრავა“ უჩა მამაცაშვილთან გარიგების მერე“, აცხადებს ჟურნალისტი ელისო კილაძე.

სრულად...

„ეშმაკი იყოს თადუმაძისკენ, მაგრამ მაგ წლებში სულ მასე, ლამის სარდაფებში არ იყო გახსნილი უმაღლესი სასწავლებლები? ლამის ყველა სოფელში არ იყო, თან ქართველებისთვის ყველაზე საინტერესო ფაკულტეტები (სამედიცინო, იურიდიული)?! რამდენ ადამიანს აქვს მასეთებში დიპლომი აღებული?!“ - ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს.

სრულად...

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ მის მიერ დაფუძნებული არხი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზია არ არის და ამბობს, რომ „არავითარი კავშირი ან რაიმენაირი ვალდებულება არც ერთ დამფუძნებელს არც ერთ პარტიასთან არ გვაქვს“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი