ტელეკომპანია „ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ბონდო მძინარაშვილი მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაშმა დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილი არ უნდა მისცეს.
მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერალი, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერდა მხარს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თანადგომას უცხადებს.
ირაკლი ოქრუაშვილისა და სხვა პირებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებად აფასებს „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მხარდამჭერი, ამჟამად „გამარჯვებული საქართველოს“ გვერდით მდგომი მიშა კაჭკაჭიშვილი, რომელიც ოქრუაშვილს „ივანიშვილის პირად პოლიტპატიმრად“ მიიჩნევს.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზრაძის შესახებ „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი მზია მონადირაშვილი წერს, რომ ედუარდ შევარდნაძის ხელშეწყობით, საბჭოთა კავშირის დროს მოქლააქეების მიერ შემნახველ სალაროებში შეტანილი თანხები სწორედ ხაზარაძის ფონდში „გადაიქაჩა“.
„რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაში განცხადებას „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ეხმაურება.
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სამაუწყებლო კომპანიის შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას კიდე ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ „იქ არ იხილებოდა ქიბარ ხალვაშმა როდის რა ქნა, იხილებოდა ამჟამინდელი მფლობელების საკუთრების კანონიერება, რომლებიც ხალვაშთან კავშირში საერთოდ არ არიან.
„რუსეთი ოკუპანტიას“ ძახილის ნაცვლად, ამოიღეთ და აჩვენეთ რუსულ ოკუპაციის დღეებში და მანამდე რა ხდებოდა ამ ტვ-ში? ამოიღეთ და აჩვენეთ. რას ამბობდა კაგებეშნიკი ვაშაძე და თემურ იაკობაშვილი? - აცხადებს პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი.
„რუსთავი 2“ იყო და არის ჯერჯერობით ალტერნატიული, კრიტიკული აზრის ფორპოსტი. დიახ, ისინი არც მალავენ, რომ პარტიული ტელევიზიაა, და ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდნენ სააკაშვილის დროს, მაგრამ დღეს, ოპოზიციაში, მათი საქმიანობა ფასდაუდებელია!“ - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.
„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმთან ერთად, არავის ისეთი ზიანი არ მოუყენებია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის პირადად, როგორც „რუსთავი 2“ -ს (როცა მიზანმიმართულად მესხმოდა წლების განმავლობაში თავს და ათას სისაძაგლეს გვაბრალებდა), არავითარი რევანშის და ნიშნის მოგების სურვილი არა მაქვს!“ - ასე ეხმაურება დეპუტატი ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ის გარშემო შექმნილ ვითარებას.
გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ სამხარაულის ეროვნულ ექსპერტიზაში წარდგენილ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია და „სამხარაული უარს ამბობს სასურველ დასკვნაზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.