ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მთავრობის წინააღმდეგ პირველ საბოტაჟს აქვს ადგილი ლაფანყურში, სადაც კვირას, სოფლის მოსახლეობის ნაწილმა ხიდი გადაკეტა და „იმუქრებიან ხიდის აფეთქებით“.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის გირაო შეუფარდა, აცხადებს, რომ დიდი ფიქრის და განსჯის შემდეგ გადაწყვიტა გირაოს თანხა თავად გადაიხადოს.
გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ირწმუნება, რომ „ნინო შუბლაძე „რუსთავი 2“-ზე გუშინ იყო მისული და იგი სამაუწყებლო კომპანიაში დაბრუნდა.
პარტია „კანონი და სამართალი“-ს დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და „ფეისბუქზე“ წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქართველო დაცული არ იყოს და უფრო იოლი იყოს ქვეყნის ოკუპანტზე „გადაბარება“.
ცოტნე გამსახურდია საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მისი ბიოგრაფიის ნახვა „სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდე ვისია და ვინ არის“.
„ტყვიის საწარმოს მშენებლობის შესახებ პროექტი მქონდა, რაც უნდა გავაკეთოთ და დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, ბირთვულის გარდა“, საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში გამოსვლისას გაკეთებულ აღნიშნულ განცხადებას „ერთიანი ნაციოალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭის წევრი ზაზა ბიბილაშვილი „ფეისბუქზე“ ეხმაურება.
„საქართველოში პოლიციელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრად ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა არმიისთვის, პოლიციელი მინისტრები არმიაში პოლიციური მიდგომების დამკვიდრებას უწყობენ ხელს, რაც ფაქტობრივად ჯარში, არმიული, დოქტრინული ერთიანობის მოშლას განაპირობებს და შესაბამისად არმიის გარკვეული დოზით დემორალიზება ხდება“, - აცხადებს „მებრძოლთა ლიგის“ დამფუძნებელი ბადრი შელია.
გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მიიჩნევს, რომ „ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რადგან „სამთავრობო ცვლილებებზე შეიკრიბა საპარლამენტო უმრავლესობა... იმსჯელეს და გადაწყვეტილება ვერ გამოაცხადეს“.
„თავიდან არც მეჯერა, სანამ ჩემი თვალით არ წავიკითხე, რომ ადამიანები ისხდნენ და ფეისბუკზე პირველი არხის წამყვანების კაბების სიგრძის მართებულობაზე მსჯელობდნენ“, - წერს „ფეისბუქზე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და აცხადებს, რომ ერთხელ, კომუნისტურ ეპოქაში ეს სპექტაკლი უკვე ვნახეთ, ბევრი ვიცინეთ და მოცილებული ჭირი გვეგონა, თუმცა „თავიდან მოგვინდომეს ზომვა და წონვა“.
„შვიდი ნოემბრის შემდეგ მიშა გადადგა, და გახარია 20 ივნისის მერე პრემიერი ხდება?“ - ასე ეხმაურება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ცოტნე გამსახურდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.