თავდაცვა

„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, ვინც იცავს ქვეყანას, იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას. ძლიერი ჯარი არის ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სრულად...

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ერთ-ერთმა ოცეულმა გეგმიური სწავლება ჩაატარა. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის წარმომადგენლები და არმიის გამნაღმველთა დანაყოფი მონაწილეობდა.

სრულად...

თავდაცვის სამინისტროში საჰაერო სივრცის სამხედრო-სამოქალაქო მუდმივმოქმედი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. კომიტეტის მიზანია უზრუნველყოს ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) მიერ შემუშავებული საჰაერო სივრცის მართვის კონცეფციის (EUROCONTROL Specification for the application of the Flexible Use of Airspace-FUA) დანერგვა, საჰაერო სივრცის სტრუქტურის შეფასება, საჰაერო სივრცის მომხმარებელთა მოთხოვნების განხილვა და მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო საჰაერო სივრცით სარგებლობის საკითხების კოორდინაცია.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის და EOD-ის ასეულის წარმომადგენლებისთვის „მასობრივი განადგურების იარაღის ტექნიკური კურსის“ მესამე ეტაპის კულმინაციური სწავლება დასრულდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს.  მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება. მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება, სადაც სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას  უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

სრულად...

ირაკლი ღარიბაშვილმა ბაზის ტერიტორიაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები, საფრენი აპარატები დაათვალიერა და ტექნიკის მდგომარეობას პირადად გაეცნო.მარნეულის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. მინისტრმა სამხედროების საცხოვრებლებიც მოინახულა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების საგაკვეთილო პროცესს დაესწრო.

სრულად...

13 დეკემბერი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა და 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

სრულად...

საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში” აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი იმყოფებოდა

სრულად...

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას. სწრაფი რეაგირების ქართულმა ქვედანაყოფმა ლოკალურ წერტილზე მოწინააღმდეგის ბლოკირება მოახდინა.

სრულად...

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) „კეთილსინდისიერების ამაღლების აღმასრულებელ რეგიონულ სემინარს“ მასპინძლობს. რეგიონული მასშტაბის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობის ფარგლებში იმართება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი