საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მოვლენილი გერმანელი ექსპერტი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ინიციატივის ხელმძღვანელი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.
სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისა და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები ავღანელ კოლეგებს შეხვდნენ.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში (GDRP), თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა გეგმიური საბრძოლო სწავლება ჩაატარა. წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა.
საქართველოს ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას კრიზისების რეაგირების ინსტრუქტორთა მომზადების კურსი ჩაუტარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს იწყებს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა, სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი და სოციალური პირობები ნატოს სტანდარტების შესაბამისი იქნება.
ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.
ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატოს სტანდარტების შესაბამისია, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „SWOT” ანალიზი სტუმრობისას.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას საფრანგეთის ღირსების ეროვნული ორდენის კომანდირის მედალი საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლამ გადასცა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში გატარებული რეფორმების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს გამბიის შეიარაღებული ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. გენერალ-ლეიტენანტ მასანე კინტეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს.
პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. ამჯერად სამხედრო მოსამსახურეები წყნეთში მდებარე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლას ეწვივნენ. ჯარისკაცებმა მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და თავდაცვის ძალების მიზნებისა და ღირებულებების, მიმდინარე რეფორმების, თანამედროვე გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.