„ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე. მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
2020 წელს საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ (Nobel Partner) უკვე მეხუთედ უმასპინძლებს. საერთაშორისო წვრთნა სექტემბერში ვაზიანის სხვადასხვა სასროლეთზე გაიმართება და მასში რამდენიმე სიახლის ჩართვაც იგეგმება. Noble Partner 2020-ში საველე სწავლების პარალელურად პირველად ჩატარდება მრავალეროვნული ბრიგადის დონის საშტაბო-სამეთაურო სწავლება, რომელიც მხარდაჭერილი იქნება სიმულაციური გათამაშებით. სწავლებაში დამატებული იქნება ასევე, ისეთი ახალი მიდგომები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, საინფორმაციო ოპერაციებისა და ელექტრონული ბრძოლის საწინააღმდეგო ელემენტების ჩართულობა.
საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის პარტნიორობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი იმყოფება. დღეს გენერალ-მაიორ ტომას კარდენს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.
სოციალურ ქსელში ყოფილი სამხედრო და ამჟამად ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესო ქათამაძე მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს. მის მიერ გავრცელებულ სიცრუეს დაღუპული სამხედროების მეუღლეები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ეხმაურება.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „დელტაში“ იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო. თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება წარმოადგენს.
ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე ეცნობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა, ბრიგადის სასროლეთი, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა და დასავლეთ სარდლობაში შემავალი სხვადასხვა სამხედრო ობიექტი მოინახულა. თავდაცვის მინისტრი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. თავდაცვის სამინისტროს განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნას გულისხმობს, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების სამხედრო ობიექტებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა. დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზების მონახულება ირაკლი ღარიბაშვილმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლიდან დაიწყო, რომელიც თავდაცვის ძალებსა და რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლო დაწესებულებაა. თავდაცვის მინისტრმა სკოლის ტერიტორიაზე არსებული შტაბის შენობა, სასწავლო კორპუსი, ყაზარმა, სასტუმრო, საყარაულო შენობა, სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზი, ავტოპარკი დაათვალიერა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.
2019 წლის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სამხედროებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.