საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ში ვიზიტი შეაფასა.
საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში დაჭრილი კაპრალ-სპეციალისტი თემურ დადიანი შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ და თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ავღანეთში მიღებულ პირად გამოცდილებაზე ესაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკური რეაბილიტაციის პროცესსა და რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. კაპრალმა დადიანმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილი და მათი მონაწილეობის მნიშვნელობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად“.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის კონფერენციას დაესწრო. ორი დღის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურები ევროკავშირის სამხედრო ოპერაციებსა და მისიებს, ორგანიზაციის სამხედრო შესაძლებლობებსა და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს განიხილავდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით გვიან ღამით დაბრუნდა. ქვედანაყოფმა მისია უდანაკარგოდ შეასრულა და როტაციის წესით უფლებამოსილება პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონს გადააბარა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები 20 წლის გახდა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ დევიდ ნორქვისტმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. პენტაგონში აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის უფლებამოსილმა პირმა მოაწერეს ხელი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის სტუმრობა პენტაგონში ოფიციალური ცერემონიალით აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებაზე ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საპატიო ყარაულის მარში ზალპით დასრულდა.
მიმდინარე წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება დელტასა და სს „თამ“ თბილავიამშენს შორის მოძრავი ქონებით სარგებლობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც დელტას ეძლევა საშუალება გაარემონტოს და ექსპლუატაციაში ჩაუშვას 2010 წლამდე პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე (ე.წ. 31 ქარხანა) არსებული დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ის ჩარხ-დანადგარები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ეროვნულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალ მიმართულებათა განვითარებისთვის, მათ შორის სახმელეთო და საავიაციო მანქანათმშენებლობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.