საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში, გადაცემა „საქმის კურსში" ქართულ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის შესახებ ისაუბრა.
2017 წლის განმავლობაში „დელტა" არსებული კონტრაქტების შესრულებას ახორციელებდა, 2018 წლის მდგომარეობით კი, ქართული შეიარაღების ექსპორტის თაობაზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან გამთენიისას დაბრუნდა.
თავდაცვის უწყებისა და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შემკეთებელ-ელექტროტექნიკოსის კურსი გაიარეს. კურსზე ჩარიცხულმა 16 სამხედრო მოსამსახურემ და 5 სამოქალაქო პირმა სასწავლო პროგრამა წარმატებით გაიარა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში სამეთაურო-საშტაბო სწავლების „NATO-GEO EX 19“-ის სპეციფიკაციის კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების მომზადებისა და განხორციელების დეტალები განიხილეს.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა იმერეთის რეგიონიდან ახალგაზრდა მოლაშქრეებს მასპინძლობდა.
საქართველოში ვიზიტად ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც ნატოს საერთაშორისო სამსახურის, საერთაშორისო სამხედრო სამსახურისა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბ-ბინის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანგარიშის მთავარი თემები იყო, რომელიც დღეს ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტის რესპუბლიკის დარბაზში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გააჟღერა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას უსმენენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.