საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების მრჩევლები დააჯილდოვა.
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ამერიკული მძიმე ტექნიკის ნაწილი უკვე ვაზიანშია. ამერიკული მძიმე ტექნიკა ფოთის პორტიდან ვაზიანში სარკინიგზო გზით ჩამოვიდა.
II ქვეით ბრიგადაში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. დღეიდან 54 სამხედრო მოსამსახურე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II საარტილერიო და III ქვეით ბრიგადებში გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახალი სისტემით იმსახურებენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის (NATO StratCom COE) წარმომადგენლები ეწვივნენ.შეხვედრის მთავარი თემა DIBსკოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები იყო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთის სარდლობის III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სრული შემადგენლობით ავღანეთში ჩავიდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის შესახებ სპეციალური ბრიფინგი არმიჰოლში წარადგინა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა წვრთნებში მონაწილე ქვეყნებისა და ამ სწავლების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
ქართველმა სამხედრო ინჟინერ-მესანგრეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. საზეიმო ცერემონია საინჟინრო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს სამეკავშირეო ოფისში გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. პედაგოგებთან შეხვედრის მთავარ თემას ნატო-საქართველოს ურთიერთობები წარმოადგენდა.თავდაცვის მინისტრმა ამ თემაზე მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოში ლატვიის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იანის დრემიანისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.