თავდაცვა

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა. საერთაშორისო სწავლების დასრულება ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.

სრულად...

დიდგორის ბრძოლიდან 996-ე წლისთავი სახალხო დღესასწაულით აღინიშნა. დიდგორის ველზე გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

სრულად...

ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა მარკ მილიმ ვაზიანში სტუმრობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრით დაიწყო. IV მექანიზებული ბრიგადის შტაბში გამართულ შეხვედრაზე გენერლებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

სრულად...

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 სასროლეთზე კომბინირებული საბრძოლო სროლები გაიმართა. წვრთნების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ. 

სრულად...

საქართველოში ორდღიან ვიზიტად აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი იმყოფება. ამერიკელ გენერალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დახვდნენ და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს.

სრულად...

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაზეთ „პრაიმტაიმის" წიგნის „გმირი“ პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ღონისძიებას საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებთან ერთად დაესწრო.

სრულად...

2008 წლის აგვსიტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა, მეუფე დამიანემ და წალკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, ვარკეთილში, დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად აგებულ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.

სრულად...

ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა. ტურნირი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი