საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სატანკო და მექანიზირებული უმცროს ოფიცერთა სპეციალიცაზიის კურსდამთავრებული ოფიცრები შეემატა.
საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრნენ. მათთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 39-მა სამხედრო მოსამსახურემ დღეს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სამეთაურო-საშტაბო კურსი დაასრულა.
რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი დაასრულეს. უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი ალგეთის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით სასწავლებლების ხელმძღვანელობა და კადეტები, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.
საქართველოში სამუშაო ვიზიტად ევროპაში მეკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის სამხედრო პარტნიორობის დეპარტამენტის სერჟანტთა პროფესიული განვითარების კოორდინატორი, მთავარი სერჟანტი მარტინ კარტიე იმყოფება.
ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის შტაბმა ტაქტიკურ-ოპერატიული დონის ლოგისტიკური სწავლება - „აღალი 2017“ ჩაატარა.
საქართველოს შეიარაღებული ძალები ლოგისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საზეიმო ცერემონიალი საავტომობილო ბაზაზე გამართა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ.
საქართველოში ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება. სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.