საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის აღდგენის საკითხზე უშიშროების საბჭო იმსჯელებს.
„ერთი გუნდით, ერთი სტრატეგიით საერთო მიზნისკენ - ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ - ლევან იზორიამ საზოგადოებას 100 დღის ანგარიში წარუდგინა.
ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი სამხედრო მმართველობით სისტემაში და ჩვენი თავდაცვის სისტემა მოსაყვანი გვყავს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის საქმიანობის 100 დღის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციის შემდეგ.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ წვევამდელების სისტემა, რომელიც იყო შეჩერებული თავდაცვის უწყებაში, დაზუსტებისთვის მინდა ვთქვა, რომ საერთოდ ის არ იყო გაუქმებული, თავდაცვის სამინისტრო კვლავ დაიწყებს წვევამდელების მიღებას, - აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის უწყების პირველმა პირმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს საზოგადოებას 100 დღის ანგარიშს წარუდგენს. თავდაცვის უწყების ცნობით, ანგარიშის წარდგენა 11:00 საათზეა დაგეგმილი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა. ლევან იზორიას და გენერალ ჯონ ნიკოლსონის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გერმანიის შეიარაღებული ძალების უფროსი ავღანეთში ერთობლივ სწავლებას დაესწრნენ
საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან რვა წელი შეუსრულდა. ბრიგადის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი ხონში, II საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე EUCOM-ის სწავლების გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.