საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.
,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივნის, თამარ კეკენაძის განცხადებით, საქართველოს არსებული გამოწვევების საპასუხოდ სჭირდება მაღალპროფესიული, მობილური სამხედრო შეიარაღებული ძალები, ძლიერი რეზერვის სისტემით.
ჩვენი ღირსების საქმეა, ვიყოთ თავდაცვითი მზადყოფნის ისეთ დონეზე, რომ არავის გაუჩნდეს სურვილი, თავს დაესხას ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, მისი უწყება საჰაერო თავდაცვის მიმართულებით ექსპერტებთან თანამშრომლობას წლის ბოლოს გეგმავს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, აღდგება თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა VI მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეულისგან მისია სრულად გადაიბარა და სამშვიდობო მისიის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარების პროექტის ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი ვინსენტ ჰანკინე ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვა.
ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი “პრემიე მეტრ ლ’ერი” შემოვიდა. ფრანგულ გემზე ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა კი, სამშვიდობო მისია უკვე დაასრულა. უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.