საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტებმა პროფესიული დღესასწაული წელს მესამედ აღნიშნეს. სადღესასწაულო ღონისძიება გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
პარტია „ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მხოლოდ ფულით არ უნდა ხდებოდეს პატრიოტიზმის ანაზღაურება და ჩანაცვლება.
თავდაცვის სამინისტრო დღეიდან სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I საარტილერიო ბრიგადის საველე სწავლება გაიმართა. საარტილერიო ბრიგადის „დანა“ ბატალიონმა დღეს გამართული საბრძოლო სროლებით ორკვირიანი წვრთნები დაასრულა. დასკვნით საველე სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.
პარლამენტმა 85 ხმით, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის თაობაზე.
საბერძნეთში, სოუდას ყურეში, კუნძულ კრეტასთან ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ტრუმანი“ მაღალი რანგის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა.
საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უშუალო საგამოძიებო საქმიანობის დაწყებამდე შეხვედრები ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან გამართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პარიზიდან ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოს შტაბ-ბინა თავდაცვის მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.