II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 150-მდე სამხედრო მოსამსახურეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ასევე დასავლეთ სარდლობის სარდალი პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დახვდა.
თინათინ ხიდაშელი ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით შესრულებულ წირვა-ლოცვას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ აღავლინა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეით ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს. დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ ბრიგადის დროშა ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს გენერალ-ლეიტენანტმა რაიმონდს გრაუბემ უმასპინძლა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო სკოლის მიერ მომზადებული 28 არტილერისტი შეემატა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა.
მსოფლიოში სამხედრო დანიშნულების ხარჯების ოდენობა გაიზარდა - აღნიშნულია სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის SIPRI-ს ანგარიშში.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მრჩეველთა მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი შემადგენლობა როტაციით მიემგზავრება, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის თქმით, იქ საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებაც მოხდება.
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ავღანეთის სამხედრო მისიაში გამგზავრების ცერემონია გაიმართა. ავღანეთში მიემგზავრებიან მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი, ასევე მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი და გვარდიის ოცეული. ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესწრებოდა. მან ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და მათ სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.