ნატო-მ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი მოამზადა. “საქართველოს გადაუწყვეტელი კონფლიქტი”, - ასე ეწოდება ფილმს, რომელშიც მოთხრობილია იმ დევნილთა ისტორიები, რომლებსაც შეიარაღებული კონფლიქტის გამო, საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ.
მედიაჰოლდინგმა „კვირამ“ ახალი ვებგვერდის – Сyber.kvira.ge-ს პრეზენტაცია გამართა. Cyber.kvira.ge ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, როგორც საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე ქვეყნის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 165-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 225-ია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შაბათს, ბაღდადის ცენტრალურ რაიონში, კარრადაში სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომელზეც მიმაგრებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. მე-2 ბომბი კი პირველი აფეთქებიდან რამდენიმე საათში, გვიან ღამით ერაყის დედაქალაქის ჩრდილოეთით, შიიტებით დასახლებულ რაიონში ამოქმედდა, რამაც კიდევ 5 ადამიანი იმსხვერპლა.
სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ ცეცხლი გახსნა და შემდეგ თავი აიფეთქა სტამბულში, ათათურქის სახელობის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში სამშაბათ საღამოს, დაახლოებით 9:50 საათზე ადგილობრივი დროით, რის შედეგადაც მოკლულია 44 და დაჭრილია 230–ზე მეტი ადამიანი. თურქეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ არის განხორციელებული.
საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ესპანელები მადრიდში 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩის მე-40-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურის ჩაწოდებით თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
"რატომ დააკავეთ ჩვენი ხალხი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ისინი. ეს არის იაფფასიანი პროვოკაცია. სირცხვილია, რასაც თქვენ აკეთებთ,“ - ასე მიმართა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში მიმდინარე ჩხრეკისას შენობაში მყოფ შეიარაღებულ ნიღბიანებს, რომლებიც სააკაშვილის განცხადებით, იქ გენერალური პროკურატურის იაფფასიან და პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას მწვავე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.