ბაშარ ალ–ასადი ალეპოში გამაგრებულ მეამბოხეებს იარაღის დაყრისა და დანებების სანაცვლოდ ამნისტიას სთავაზობს
07-10-2016, 04:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეამბოხეებს, რომლებიც ქალაქ ალეპოში არიან გამაგრებული, თავიანთ ოჯახებში ცხოვრება შეეძლებათ, თუ ისინი იარაღს დაყრიან და ჩაბარდებიან, განაცხადა პრეზიდენტმა ბაშარ ალ–ასადმა ხუთშაბათს და აღქთმა დადო, რომ იერიშს მიიტანს სირიის უდიდეს ქალაქზე და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღადგენს კონტროლს.

 

 

ამნისტიის შეთავაზება სირიის პრეზიდენტმა ხუთნახევარი წელიწადის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომისა და ბოლო ორი კვირის მანძილზე მიმდინარე გააფთრებული ბრძოლების შემდეგ გააჟღერა. ბოლო კვირეების ბრძოლებმა და დაბომბვებმა ალეპოში, ალყაში მეამბოხეების მიერ მოქცეული ქალაქის აღმოსავლეთ სექტორში ასეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მოსპო შეერთებული შტატების მხარდაჭერილი სამშვიდობო ინიციატივა.

 

 

მეამბოხეებმა მიიღეს მსგავსი სამთავრობო ამნისტიის შეთავაზება გასულ თვეებში, სხვა ალყაშემორტყმულ ადგილებში, განსაკუთრებით კი დამასკოს გარეუბან დარაიაში, რომელიც აგვისტოში აჯანყებულების დანებებამდე, წლების განმავლობაში ალყაში იყო მოქცეული.

 

 

 

 

მიუხედავად ამისა, მეამბოხეებმა თქვეს, რომ მათ არ გააჩნდათ ალეპოს, მათ მიერ კონტროლირებადი ბოლო მთავარი ურბანული ადგილის ევაკუაციის გეგმა, და ამნისტიის შეთავაზება გამოაცხადეს, როგორც ცრუ და ვერაგი შეთავაზება.

 


"შეუძლებელია მეამბოხეთა ჯგუფმა დატოვოს ალეპო, რადგან ეს იქნება რეჟიმის ეშმაკობა", – განუცხადა "როიტერსს" თურქეთში ბაზირებულმა "ფასთაყიმის" ჯგუფის ოფიციალურმა პირმა, ზაქარია მალაჰიფჯიმ, რომელიც ახლა ალეპოში იმყოფება. "ალეპო არ არის სხვა ადგილების მსგავსი, მათთვის შეუძლებელია დანებება".

 

 

მთავრობის მოტივებისადმი ასევე სკეპტიკურადაა განწყობილი ვაშინგტონი: "მათთვის იმის შეთავაზება, რომ რაღაცნაირად ისინი ახლა სამოქალაქო პირებზე მზრუნველობას იჩენენ, აღმაშფოთებელია", – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა.

 

 

არმიამ ჭურვების გაშვებისა და საჰაერო დარტყმების შემცირების თაობაზე გამოაცხადა, რათა ადამიანებს ადგილების დატოვების საშუალება მიეცეთ. სირიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია: "ყველა ის პირი, რომელიც არ ისარგებლებს წარმოდგენილი შესაძლებლობით, დაყაროს თავისი იარაღი ან დატოვოს ტერიტორია, გარდაუვალი სიკვდილის წინაშე იდგება".

 

 

მთავრობამ ასევე ტექსტური შეტყობინებები გაგზავნა იმ ადამიანების მობილურ ტელეფონებზე, რომლებიც ქალაქის ალყაში მოქცეულ ნაწილში იმყოფებიან და უთხრა მათ, რომ უარი განუცხადონ მებრძოლებს. მეამბოხეთა მიერ დაკავებულ აღმოსავლეთ ალეპოში, ვარაუდობენ, რომ 250 000 ადამიანია ალყაში მოქცეული და ისინი საკვებისა და სამედიცინო მომსახურების საშინელ ნაკლებობას განიცდიან.

 

 

დანიურ ტელევიზიასთან საუბრისას, ასადმა თქვა, რომ იგი "განაგრძობს მეამბოხეებთან ბრძოლას მანამ, სანამ ისინი არ დატოვებენ ალეპოს. მათ უნდა დატოვონ. სხვა არჩევანი არ არის".

 

 

 

 

მან თქვა, რომ სურს, მეამბოხეებმა მიიღონ შეთავაზება, როგორც ეს დარაიაში მოხდა და თავიანთ ოჯახებთან ერთად დატოვონ ქალაქი და გაემგზავრონ აჯანყებულების მიერ დაკავებულ სხვა ადგილებში. არც ასადს და არც მის გენერლებს აჯანყებულებისათვის არ მიუციათ დათქმული დრო მათი შეთავაზების მისაღებად.

 

 

გაერო–ს უშიშროების საბჭომ, ორშაბათს, ახალი რეზოლუციების განხილვა დაიწყო, რამაც დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს სირიის ქალაქ ალეპოში ბრძოლების დასრულება. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.

 

 

საფრანგეთის მიერ შემუშავებული წინადადება გაერო–ს ხელმძღვანელობით ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განხორციელებას ითვალისწინებს და თუკი კონფლიქტის რომელიმე მხარე დაარღვევს მას, "შემდგომი ზომები" უნდა გატარდეს.

 

 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთი კვირის წინათ ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ. რუსეთის მთავარმა დიპლომატმა თქვა, რომ მოსკოვი მზადაა ალეპოში მდგომარეობის ნორმალიზებისთვის უფრო მეტი საშუალებების მოძიებაზე იფიქროს.

 

 

მაგრამ ლავროვმა გააკრიტიკა ვაშინგტონის მარცხი, განეცალკევებინა ზომიერი მეამბოხე ჯგუფები მათგან, ვისაც რუსები ტერორისტებს ეძახიან, რამაც საშუალება მისცა ჯგუფს, რომელიც წინათ ცნობილი იყო როგორც „ნუსრას ფრონტი“, დაერღვია შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 9 სექტემბერს მიღწეული შეთანხმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი