პუტინმა და ერდოღანმა შავი ზღვის ქვეშ გამავალი გაზსადენის მშენებლობის შეთანხმებას მოაწერს ხელი
11-10-2016, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს შერიგების მიმართულებით ნაბიჯები გადადგეს მას შემდეგ, რაც გასულ წელს ორ ქვეყანას შორის რუსული სამხედრო თვითმფრინავის სირიის საზღვართან ჩამოგდების შემდეგ, რასაც პუტინმა უწოდა ღალატი იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც მოსკოვი მეგობრად მიიჩნევდა, ურთიერთობები გაფუჭდა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.

 

 

პუტინი სტამბულში მსოფლიო ენერგეტიკის კონგრესზე დასასწრებად ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია თურქეთში მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში სირიის საზღვრის გასწვრივ თურქულმა მხარემ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რამაც ანკარასა და მოსკოვს შორის კრიზისი წარმოშვა. თურქეთმა ივნისში ამ ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა, რასაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თანდათანობითი გაუმჯობესება და მოსკოვის მიერ თურქეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების შერბილება და მოხსნა მოჰყვა.

 

 

ორშაბათს, მხარეებმა სამთავრობოთაშორისო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც თურქული ნაკადის შეჩერებული გაზსადენი აშენდება, რომელიც თურქეთში შევა შავი ზღვის ქვეშ გავლით.

 

 

რუსეთმა და თურქეთმა ურთიერთობების ნორმალიზებისკენ პირველი დიდი ნაბიჯი 9 აგვისტოს გადადგეს, როცა რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი სხვა საკითხებთან ერთად ასევე შეთანხმდნენ უზარმაზარი ენერგო პროექტების წამოწყებაზე, მათ შორის გაზსადენისა და ბირთვული ქარხნის მშენებლობაზე. 

 

 

"ეს იქნება ისტორიული ვიზიტი. მჯერა, რომ ახალი ფურცელი გაიხსნება... ჩემს მეგობარ ვლადიმერ პუტინთან", – განუცხადა ერდოღანმა ახალი ამბების სააგენტო "TASS"–სს ექსკლუზიურ ინტერვიუში, აგვისტოში, რუსეთში ოფიციალურ ვიზიტად გამგზავრებამდე

 

 

პუტინმა ორშაბათს, ასევე გამოაცხადა, რომ რუსეთი განაახლებს თურქეთიდან ხილ–ბოსტნეულის იმპორტს და ორი მხარე დააფუძნებს საინვესტიციო ფონდს, რათა "გაძლიერდეს ურთიერთობები ტურიზმის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და სატრანსპორტო მიმართულებებით", – იუწყება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ანატოლიის საინფორმაციო სააგენტო.

 

 

2014 წელს პუტინის გეგმები, აეშენებინა მსგავსი, სამხრეთის ნაკადის გაზსადენი ბულგარეთის მიმართულებით, ევროკავშირის ზეწოლის გამო ვერ განხორციელდა – თურქული ნაკადი კი წარმოადგენს მარშრუტს, რომელიც გვერდს უვლის უკრაინას, შეაქვს გაზი თურქეთში და, საბერძნეთის მეშვეობით, ევროპაში.

 

 

რუსეთს, რომელიც უკვე წარმოადგენს თურქეთისთვის გაზის მთავარ მიმწოდებელს, გაზსადენი საშუალებას მისცემს შეამციროს დამოკიდებულება უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაზე, მაშინ როცა ახალი გაზსადენი დაეხმარება მისი შემდგომი დომინანტობის გაძლიერებას ევროპის გაზის ბაზარზე.

 

 

ამ დროს კი თურქეთის მიზანია გახდეს ენერგეტიკის სფეროში, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ხმელთაშუა ზღვიდან გაზისა და ნავთობის რეგიონული ცენტრი, რათა გარანტირებული ჰქონდეს შიდა ენერგეტიკული უსაფრთხოება და შეადუღაბოს ქვეყნის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა.

 

 

ორშაბათის შეხვედრა პუტინსა და ერდოღანს შორის რიგით მესამე იყო, ივნისში ამ უკანასკნელის მხრიდან ბოდიშის მოხდის შემდეგ. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ გასული წლის ნოემბრამდე არსებული ძველი ურთიერთობები, მიუხედავად აზრთა განსხვავებულობისა უფრო ფართო გეოპოლიტიკურ საკითხებზე, განსაკუთრებით კი სირიაზე, აღდგენის გზაზეა.

 


"ჩვენი ურთიერთობები ბევრი მიმართულებით გაუმჯობესდება, მათ შორის თავდაცვის ინდუსტრიაში, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, ტურიზმის, კულტურის მიმართულებებით", – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს. "ჩვენ ახლო მომავალში ავანაზღაურებთ დაკარგულ დღეებს", – დაამატა მან.

 

 

რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები ნოემბერში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამდეც განიცდიდა გარკვეულ სირთულეებს, მოსკოვის მიერ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ–ასადის მხარდაჭერისა და ბოლოს კი, გასული წლის სექტემბერში რუსების მიერ სირიაში სამხედრო ინტერვენციის გამო.

 

 

ანკარა ასადის ჩამოგდებისთვის მებრძოლი მეამბოხეების ერთ–ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია, მაშინ როცა მოსკოვის გარდა ასადს თურქეთის რეგიონული მეტოქე ირანიც უჭერს მხარს. რუსეთის სირიაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე ანკარასთვის ნათელი გახდა, რომ ასადი ახლო მომავალში არსად წასვლას არ აპირებს, მეამბოხეები კი საბრძოლო მოქმედებებში გარკვეულ უკუსვლას განიცდიან და ამ ფაქტორების გათვალისწინებით, თურქეთის პოლიტიკა სირიასთან მიმართებაში გადაკლასიფიცირდა.

 


ანკარა, ბოლო პერიოდში, ალეპოში ჰუმანიტარული კრიზისის ზრდის პირობებში, და იმ დროს, როცა ამბოხებულების ხანგრძლივად არსებული პოზიციები, ჩანს, რომ თავდაცვისთვის მზარდად გამოუსადეგარია, გატრუნულია. ორშაბათს, პუტინმა და ერდოღანმა თქვეს, რომ მათ განიხილეს ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საკითხები და სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობის სხვა ფორმები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი