ბარაქ ობამა დონალდ ტრამპს მოუწოდებს „შეწყვიტოს მოთქმა და ზლუქუნი“ იმის თაობაზე, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იქნება
18-10-2016, 23:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დონალდ ტრამპს უთხრა, „შეწყვიტოს მოთქმა და ზლუქუნი“ იმის თაობაზე, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იქნება. ამის შესახებ BBC წერს.

 


ობამამ ტრამპის მტკიცება აღნიშნულთან დაკავშირებით უარყო და თქვა, რომ „რესპუბლიკელი“ კანდიდატის მცდელობა, მოახდინოს არჩევნების დისკრედიტაცია მის ჩატარებამდე, „უპრეცედენტოა“ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატისთვის.

 


ტრამპის რეიტინგი, მის მიმართ ქალებისადმი სექსუალური ძალადობის ბრალდებების გავრცელების გამო, საკმაოდ დაეცა.

 


ბიზნესიდან პოლიტიკაში წასულმა „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დაბეჯითებით განაცხადა, რომ 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები „აბსოლუტურად გაყალბებული“ იქნება დემოკრატების კანდიდატის, ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ.

 


მაგრამ თეთრ სახლში, ვარდების ბაღში, იტალიის პრემიერ მინისტრ მათეო რენზისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ობამამ თქვა, რომ ტრამპის განცხადებები „არ ეყრდნობოდა ფაქტებს“.

 

 

ობამა ასევე შეეხო ტრამპის ვლადიმერ პუტინისადმი სათაყვანებელ გამონათქვამებს.

 


„ბატონი ტრამპის უწყვეტი მლიქვნელობა ბატონი პუტინის მიმართ და ხარისხი, რომელსაც იგი ჩანს, რომ ცდილობს ჩამოაყალიბოს პუტინისადმი მისი უმეტესწილი პოლიტიკისა და პოლიტიკისადმი მიდგომის კუთხით, უპრეცედენტოა“, - თქვა ობამამ, რომლის კომენტარიც ტრამპის წინა დღით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტად აირჩევენ, იგი თეთრ სახლში ოფიციალურად შესვლამდე განახორციელებდა რუსეთში ვიზიტს.

 


„თუ მე გავიმარჯვე 8 ნოემბერს, მე საკუთარ თავს ვუყურებ პუტინთან რუსეთში შეხვედრაზე, ადმინისტრაციაში მუშაობის შედგომამდე“, - განაცხადა ტრამპმა.

 


ტრამპი და კლინტონი, ნევადას უნივერსიტეტში, ლას ვეგასში, ოთხშაბათს, მე-3 და საბოლოო საპრეზიდენტო დებატებზე პირისპირ წარსდგებიან. პირველი დებატები მათ შორის 27 სექტემბერს გაიმართა. მაშინ ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს გამოკითხვებში 4%-ით უსწრებდა. მე-2 საპრეზიდენტო დებატები 10 ოქტომბერს შედგა.

 


„რესპუბლიკელი“ კანდიდატის რეიტინგი, წინასწარი გამოკითხვების მიხედვით დაეცა მას შემდეგ, რაც მის შესახებ, 2005 წელს ჩაწერილი ვიდეო გავრცელდა, სადაც ტრამპი ქალებთან სექსზე საუბრობს და მათზე უცენზურო გამონათქვამებით ტრაბახობს. ამის შესახებ ტრამპს მის მე-2 საპრეზიდენტო დებატებში მოუწია ახსნა-განმარტების გაკეთება.

 


მან უარყო მისადმი ბრალდებები, მაგრამ რამდენიმე ქალმა საჯაროდ დაადანაშაულა იგი სექსუალური ხასიათის ძალადობაში.

 


მონმაუსის უნივერსიტეტის გამოკითხვების თანახმად, ჰილარი კლინტონი ტრამპზე 7%-ით წინაა. კლინტონს 47%-იანი მხარდაჭერა აქვს, ტრამპს კი 40%, მაშინ როცა 7 პროცენტი „ლიბერტარიანული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, გარი ჯონსონს უჭერს მხარს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი