ბარაქ ობამას განცხადებით, ტრამპმა მას უთხრა, რომ იგი რჩება „ძლიერი Nato-ს მტკიცე მხარდამჭერად“
15-11-2016, 00:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ტრამპმა მას უთხრა, რომ იგი რჩება „ძლიერი Nato-ს მტკიცე მხარდამჭერად“. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა დასავლური სამხედრო ალიანსი Nato აღწერა, როგორც დრომოჭმული ორგანიზაცია.

 

 

ტრამპმა ივლისში, ბევრში გამოიწვია შეშფოთება, როცა რესპუბლიკელების ეროვნულ ყრილობაზე, სადაც მან თანხმობა განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატობაზე, თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება არ დაიცვას ალიანსის სხვა წევრები, თუკი ისინი არ გაიღებენ სამხედრო ხარჯებისთვის საკმარის თანხებს და ნართაულად გადაჰკრა სიტყვა, რომ მან შესაძლოა გამოიყვანოს მსოფლიოს ყველა წერტილიდან შეერთებული შტატების ძალები. ამის ნაცვლად კი ტრამპმა უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი რუსეთთან გამოხატა, რომლის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ შეაქო და მას "ძლიერი ლიდერი" უწოდა, პრეზიდენტად არჩევიდან ერთ-ერთი პირველი სატელეფონო საუბარიც სწორედ მასთან გამართა

 

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააფრთხილა შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ „მარტო სვლა“ არ არის არჩევანი არც ევროპის და არც შეერთებული შტატებისთვის.

 


მან განაცხადა, რომ დასავლეთი ამ თაობის განმავლობაში მისი უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი