შინძო აბემ პერლ ჰარბორზე ბარაქ ობამასთან ერთად ვიზიტისას პირობა დადო, რომ იაპონია არასოდეს აწარმოებს ომს მომავალში
27-12-2016, 23:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იაპონიის პრემიერ მინისტრი შინძო აბე პერლ ჰარბორზე შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ბაზას პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან ერთად ესტუმრა, პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკულ ბაზაზე იაპონიის თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა არასოდეს აწარმოებს ომს მომავალში.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, აბეს „რესპუბლიკელი“ არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესვლამდე რამდენიმე კვირით ადრე ვიზიტი ამერიკა-იაპონიის ალიანსის გაძლიერების ხაზგასმას ნიშნავს, რომელიც იმ წუხილებს უკავშირდება, რომ ტრამპმა ტოკიოსთან შესაძლოა უფრო გართულებული ურთიერთობები ჩამოაყალიბოს.

 


„გამოვხატავ გულწრფელ და სამარადისო თანაგრძნობას იმ ადამიანების სულების წინაშე, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე დაკარგეს, ისევე როგორც ყველა იმ მამაცი კაცისა და ქალის წინაშე, ვინც შეიწირა ომმა, რომელიც დაიწყო სწორედ ამ ადგილიდან“, - განაცხადა აბემ.

 


„ჩვენ არასოდეს არ უნდა გავიმეოროთ ისევ ომის საშინელებები. ეს არის ოფიციალური აღთქმა, რაც ჩვენ, იაპონელმა ხალხმა დავდეთ“.

 


იაპონიის სამხედრო ძალები პერლ ჰარბორს 1941 წლის 7 დეკემბერს დილით ტორპედოსანი თვითმფრინავებით, ბომბდამშენებით და საბრძოლო თვითმფრინავებით, იმ იმედით დაესხნენ თავს, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტზე დარტყმით გაანადგურებდა წყნარ ოკეანეში შეერთებული შტატების ძალაუფლებას.

 

 

 

 

 

 

 


იაპონიის პერლ ჰარბორზე თავდასხმისას 2 300 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ამან უბიძგა შეერთებულ შტატებს ჩართულიყო მე-2 მსოფლიო ომში. 1941 წლის თავდასხმისას ბაზაზე ყველა, რვავე საბრძოლო გემი დაზიანდა და ოთხი ჩაიძირა, მაგრამ მთავარი ამერიკული ავიამზიდები იმ დროს ზღვაზე იყვნენ გასული.

 


აბეს იაპონიის 75 წლის წინანდელი თავდასხმის გამო ბოდიში არ მოუხდია.

 


ობამამ, რომელიც 2016 წელს აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ესტუმრა ჰიროსიმას, სადაც შეერთებულმა შტატებმა 1945 წელს ატომური ბომბი ჩამოაგდო - რის შედეგადაც ფიქრობენ, რომ 150 000 ადამიანი დაიღუპა - აბეს ვიზიტს „ისტორიული ჟესტი“ უწოდა, რომელიც არის „იმის შემხსენებელი, რომ ომის თვით ყველაზე ღრმა ჭრილობებმაც კი შესაძლოა გზა დაუთმოს მეგობრობას და ხანგრძლივ მშვიდობას“.

 

 

 

 

 

 

 

 


აბე იაპონიის პირველი პრემიერ მინისტრი გახდა, ვინც USS Arizona Memorial-ს ესტუმრა.

 


ორი ლიდერი სერიოზული სახით დადგა კედლის წინ, რომელზეც ამოტვიფრულია მათი სახელები, ვინც 1941 წლის თავდასხმისას დაიღუპა. ორი სახელმწიფოს პირველმა პირებმა წუთიერი დუმილით და მემორიალთან გვირგვინების მიტანით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

 

 

 

 

 

 

 


„სახსოვრად, შინძო აბე, იაპონიის პრემიერ მინისტრი“ - ეწერა ერთ გვირგვინზე და „სახსოვრად, ბარაქ ობამა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, - მეორეზე.

 


მათ შემდეგ ყვავილის ფურცლები წყალში ისროლეს.

 

 

 

 

 

 

 

 

ცერემონიის შემდეგ აბემ გულში ჩაიკრა შეერთებული შტატების ვეტერანები, ვინც პერლ ჰარბორზე თავდასხმას გადაურჩნენ.

 

 

 

 

 

 

 

 


იაპონია იმედოვნებს შეერთებულ შტატებთან ძლიერ ალიანსს, რომელიც ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობის გაფართოების წუხილით არის გამოწვეული.

 

 

პერლ ჰარბორზე ვიზიტამდე გამართულ შეხვედრაზე აბე და ობამა შეთანხმდნენ ახლო მონიტორინგი გაუწიონ ჩინეთის ავიამზიდის მოძრაობას, რომელიც ახლახან, პირველად შენიშნეს წყნარი ოკეანის დასავლეთში და გააძლიერონ ამერიკა-იაპონიის ალიანსი, - იუწყება იაპონიის ახალი ამბების სააგენტო „კიოდო“.

 

 

 

 

 

 

 


ლიდერების ერთმანეთთან შეხვედრა ასევე ნიშნავდა ამერიკა-იაპონიის პარტნირობის განმტკიცებას, ტრამპის ინაუგურაციის წინ, რომლის ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობის ხელშეკრულებისადმი ოპოზიციური დამოკიდებულება და კამპანიის დროს გამოხატული მოსაზრება, რომ მეტი უნდა გადაიხადონ მასპინძლებმა შეერთებული შტატების სამხედრო ძალების თავიანთ მიწა-წყალზე შენარჩუნებისათვის, წუხილები წარმოშვა ისეთ მოკავშირეებს შორის, როგორიცაა იაპონია.

 

 

ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში განცხადების გაკეთების გარდა, რომ იაპონიამ მის მიწაზე შეერთებული შტატების ჯარების შენარჩუნებისთვის მეტი ფული უნდა გადაიხადოს, ასევე განავითარა იდეა, რომ იაპონიამ და სამხრეთ კორეამ უნდა შექმნან თავიანთი ბირთვული იარაღი, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ჩრდილო კორეის ბირთვულ რაკეტებს.

 


ობამას საგარეო პოლიტიკა კარდინალურად განსხვავდება ტრამპის მიერ გაჟღერებული საგარეო პოლიტიკური გზავნილებისაგან.

 


ობამამ იაპონიაში ვიზიტისას მსოფლიოს მოუწოდა ბირთვული შეიარაღების გარეშე ეცხოვრა. ტრამპმა კი გასულ კვირას განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „დიდად უნდა გააძლიეროს და განავრცოს“ თავისი ბირთვული შესაძლებლობები.

 

 

 

 

 

 

 


იაპონიის პრემიერ მინისტრი შინძო აბე უცხო ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, რომელიც ამერიკასთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ალიანსის შენარჩუნებისა და განმტკიცების მიზნით, ტრამპის არჩევიდან მოკლე პერიოდში ნიუ იორკში ჩავიდა და ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა: „ჩვენ შევძელით გვქონოდა ძალიან გულწრფელი საუბარი დროის მნიშვნელოვან პერიოდში. ჩვენ შევხვდით ძალიან თბილ გარემოში.

 

 

„ნამდვილად მჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის ნდობის გარეშე ალიანსი ვერასოდეს ვერ იფუნქციონირებს სამომავლოდ და დღევანდელი განხილვის შედეგად მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ტრამპი არის ლიდერი, რომლისადმიც მე შეიძლება, რომ დიდი ნდობა გამაჩნდეს“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი