შეერთებული შტატების ფედერალური სააპელაციო სასამართლო უარს ეუბნება ტრამპის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ აღადგინოს მოგზაურობის აკრძალვა უწინდელ მდგომარეობაში.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 7 მუსულმანური ქვეყნიდან მოქალაქეების ამერიკაში შეშვების აკრძალვის შეჩერების წინააღმდეგ შუამდგომლობით შაბათს მიმართა.
მოპასუხე მხარე, რომელთა შორის არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ცდილობდა ვაშინგტონის შტატში ფედერალური მოსამართლის მიერ პარასკევს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება გაეუქმებინა.
ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანებაში დასახელებული 7 სახელმწიფოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც აშშ-ის მოქმედი ვიზები გააჩნიათ, ბრძოლა უწევთ შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავებზე ასასვლელად.
შაბათს დემონსტრაციები ისევ გაიმართა ვაშინგტონში, მაიამიში და ამერიკის სხვა ქალაქებში, ისევე როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქებში.
ათასობით ადამიანი გამოვიდა ლონდონში, შედარებით ნაკლები პარიზში, ბერლინში, სტოკჰოლმსა და ბარსელონაში.
ტრამპის მხარდამჭერებმა კონტრ-პროტესტი გამოხატეს შეერთებულ შტატებში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღთქმას დებდა, რომ გააუქმებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეაჩერა მისი ბრძანება, რაც 7 მუსულმანური ქვეყნიდან ამერიკაში მოქალაქეების შეშვების აკრძალვას ითვალისწინებს.
მან ფედერალურ მოსამართლეს „ეგრეთ წოდებული“ მოსამართლე უწოდა, რომლის „სასაცილო“ სასამართლო გადაწყვეტილება „კანონის ცხოვრებაში გატარებას არსებითად აკნინებს“ შეერთებულ შტატებში.
„ამ ეგრეთ წოდებული მოსამართლის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც კანონის ცხოვრებაში გატარებას არსებითად აკნინებს ჩვენ ქვეყანაში, სასაცილოა და გაუქმდება“, - დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.
„როდესაც ქვეყანა უკვე აღარ არის იმის შემძლე თქვას, ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია შემოსვლა და გასვლა, განსაკუთრებით უსაფრთხოების მიზეზებით - დიდი უბედურებაა“, - განაცხადა ტრამპმა „თვითერზე“ განცალკევებით.
ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ბრძანება, რომელმაც დაბნეულობა და სიბრაზე გამოიწვია, შეერთებული შტატების დაცვაზეა ორიენტირებული.
სიეტლში, შეერთებული შტატების მოსამართლემ პარასკევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 7 მუსულმანური ქვეყნიდან მოქალაქეების ამერიკაში შეშვების აკრძალვაზე დროებითი დაბლოკვის გადაწყვეტილება გამოსცა, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.
როგორც BBC იუწყება, ფედერალური მოსამართლის, ჯეიმს რობარტის განაჩენით, მთავრობის ადვოკატების მტკიცებები, რომ ამერიკის შტატებს არ ჰქონდათ უფლებამოსილება გამოწვევის წინაშე დაეყენებინათ ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანება, არ იქნა გათვალისწინებული.
გასული კვირის პარასკევს ტრამპის მიერ გამოცემულმა ბრძანებამ შეერთებული შტატების აეროპორტებში მასობრივი პროტესტი და დაბნეულობა გამოიწვია.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მას შემდეგ 60 000 ვიზა გაუქმდა.
ტრამპის ბრძანებამ შეერთებული შტატების ლტოლვილთა მიღების პროგრამა 120 დღით შეაჩერა, სირიელ ლტოლვილებს კი სამუდამოდ აუკრძალა ამერიკაში შესვლის უფლება, ხოლო ერაყის, სირიის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის და იემენის ვიზის მფლობელ ნებისმიერ მოქალაქეს 90 დღის განმავლობაში შეუჩერა ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება.
ტრამპის ბრძანების წინააღმდეგ სარჩელი თავდაპირველად ვაშინგტონის შტატის სასამართლოში იქნა შეტანილი, მოგვიანებით კი მინესოტაში.
ვაშინგტონის შტატის გენერალურმა პროკურორმა ბობ ფერგიუსონმა აკრძალვას არაკანონიერი და არაკონსტიტუციური უწოდა, რადგან ის ადამიანების რელიგიური საფუძვლების წინააღმდეგ დისკრიმანაციას წარმოადგენს.
სასამართლოს გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი გამოწვევაა და ეს ნიშნავს იმას, რომ 7 ქვეყნის მოქალაქეებს ახლა შეუძლიათ - თეორიულად - მიმართონ შეერთებული შტატების ვიზების მისაღებად, - იუწყება BBC-ის კორესპონდენტი დევიდ ვილისი ვაშინგტონიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.