„დემოკრატების" ლიდერი ნენსი პელოუსი აშშ-ის გენერალურ პროკურორ ჯეფ სეშენსს გადადგომისკენ მოუწოდებს
03-03-2017, 01:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატები" აცხადებენ, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ გენერალური პროკურორის, ჯეფ სეშენსის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლებიც 2016 წელს მის რუსეთის ელჩთან კონტაქტებს ეხებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

კონგრესის „დემოკრატების" ლიდერი ნენსი პელოუსი სათავეში დგას მოწოდებების, რომ ამერიკის მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვოს.

 

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სეშენსი „პატიოსანი კაცია" და „დემოკრატების" ზეწოლას კუდიანებზე ნადირობა უწოდა.

 

 

იუსტიციის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ გასული წლის ივლისსა და სექტემბერში სეშენსს, როგორც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წარმომადგენელს, შეხვედრა ჰქონდა რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან.    

 

 

ხუთშაბათს, სეშენსმა განაცხადა, რომ იგი არ შეხვედრია „არასოდეს არც ერთ რუსს რაიმე პოლიტიკური კამპანიის განსახილველად".  

 

 

(ნენსი პელოუსი) 

 

 

აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებას სჯერა, რომ რუსეთი ჩაერია ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდვაშინგტონმა რუსული ჰაკერული თავდასხმის უკან მდგომი რუსი აგენტების იდენტიფიცირებაც მოახდინა.  

 

 

შეერთბული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა გასულ თვეს თანამდებობა სწორედ რუსეთთან კონტაქტის გამო დატოვა, ახლა კი დემოკრატები გენერალური პროკურორის ჯეფ სეშენსის გადადგომას ითხოვენ.    

 

 

The Washington Post-ის ცნობით, სეშენსს და რუსეთის ელჩს კერძო საუბარი ჰქონდათ გასული წლის სექტემბერს სეშენსის ოფისში და უფრო ადრე კი, მას სერგეი კისლიაკთან საუბარი სხვა ელჩებთან შეხვედრაზეც ჰქონდა.    

 

 

როგორც BBC წერს, სეშენსს გასულ წელს, უცხო ქვეყნის 25-ზე მეტ ელჩთან ჰქონდა შეხვედრა, მაგრამ კისლიაკთან შეხვედრებს მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა იგი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ცნობილი წარმომადგენელი იყო, რაც რუსეთის აშშ-ის ჩარევის ეჭვებს ზრდის. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი