ტილერსონი პუტინთან და ლავროვთან მოლაპარაკებების შემდეგ აცხადებს, რომ „ორ მთავარ ბირთვულ სახელმწიფოს არ შეიძლება ჰქონდეს ეს ურთიერთობები“
13-04-2017, 01:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოსკოვში გამართული ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაბალ საფეხურზეა და ის უნდა გაუმჯობესდეს. მან თქვა, რომ „ორ მთავარ ბირთვულ სახელმწიფოს არ შეიძლება ჰქონდეს ეს ურთიერთობები“.

 


როგორც BBC იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ სირიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისას „აზრების თანხვედრას“ ჰქონდა ადგილი, „ფართო განსხვავებები“ მაინც დარჩა.

 


ლავროვმა განაცხადა, რომ ორივე მხარემ უნდა გადალახოს ბარაქ ობამას ადმინისტრაციიდან მემკვიდრეობით მიღებული „რთული საკითხები“.

 


ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც სირიის ქალაქ ხან შეიხუნში გასულ კვირას ქიმიური ირაღით თავდასხმა განხორციელდა, რამაც 89 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა.

 


ქიმიურ თავდასხმაში შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა სირიის მთავრობა დაადანაშაულეს და ვაშინგტონმა საპასუხოდ სირიის შაირათის საჰაერო ბაზაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. 

 


ოფიციალურმა დამასკომ, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერა გააჩნია, უარყო დასავლეთის სახელმწიფოთა ბრალდება ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით. მისმა მთავარმა მოკავშირემ, რუსეთმა კი ოთხშაბათს გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადო წინადადებას, რომელიც ბაშარ ალ-ასადის მთავრობას გამომძიებლებთან თანამშრომლობის ვალდებულებას დააკისრებდა.

 


BBC-ის ცნობით, მოსკოვმა სირიის დასაცავად ვეტოს უფლება 8-ჯერ გამოიყენა.

 


ორთავემ, ტილერსონმაც და ლავროვმაც განაცხადა, რომ დისკუსიები გულწრფელი იყო.

 


ტილერსონმა თქვა: „მე გამოვხატე შეხედულება, რომ აშშ-რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობები დაბალ საფეხურზეა. დაბალ დონეზეა ჩვენ ორ ქვეყანას შორის ნდობა“.

 


მან დაამატა: „ჩვენ უნდა ვეცადოთ დავასრულოთ ეს უცვლელი დეგრადაცია, რომელიც ვერაფერს ვერ აკეთებს ჩვენ ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენაში და ვერ ქმნის პროგრესს ორივე ჩვენგანისთვის უდიდესი მნიშვნელობის საკითხებზე“.

 


ტილერსონის აღნიშნული შეხედულების გამოძახილი იყო თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოგვიანებით გაკეთებული განცხადება: „ამ წუთას რუსეთთან საერთოდ არ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. ჩვენ შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობების მხრივ ყველა დროის ყველაზე დაბალ საფეხურზე ვდგავართ“.

 


ტრამპმა თქვა, რომ „ფანტასტიური რამ იქნებოდა“, თუ რუსეთი და აშშ ურთიერთობებს გააუმჯობესებენ, მაგრამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ „ის შესაძლოა საწინააღმდეგო იყოს“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი