ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა გაუშვა - აშშ-ის თავდაცვის მდივანი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტი „ყველაზე საშინელი ბრძოლა იქნება“
28-05-2017, 22:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეამ, ორშაბათს, ახლო მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც მისი აღმოსავლეთ სანაპიროს სიახლოვეს დაეშვა. კვირას კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ახალი ანტი-საავიაციო იარაღის სისტემის ტესტირებას გაუწია ზედამხედველობა და მისი მასობრივი წარმოების და მთელ ქვეყანაში განლაგების ბრძანება გასცა.

 


„როიტერსის“ ცნობით, სამხრეთ კორეა ვარაუდობს, რომ რაკეტა „სკუდის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა იყო და მან დაახლოებით 450 კილომეტრი იფრინა. ჩრდილოეთ კორეას ახლო მანძილზე მიმავალი რაკეტების დიდი მარაგი გააჩნია, რომლებიც თავდაპირველად საბჭოთა კავშირმა განავითარა. „სკუდის“ მოდიფიცირებულ ვერსიებს კი 1, 000 კილომეტრის მანძილზე გააჩნიათ წვდომა.

 


ორშაბათს განხორციელებული სარაკეტო გაშვება ახლახან, ორი საშუალო და შორს მიმავალი რაკეტების წარმატებული გამოცდის შემდეგ მოხდა. ფხენიანი უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპებით ახორციელებს ამგვარ გამოცდებს და მისი ძალისხმევა მიმართული იმისაკენ, რომ განავითაროს კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტზე დარტყმის შესაძლებლობა ექნება.

 


ეს მესამე სარაკეტო გამოცდაა მას შემდეგ, რაც 10 მაისს სამხრეთ კორეის პრეზიდენტად ლიბერალური მიმართულების მუნ ძე-ინი იქნა არჩეული, რომელიც დაჟინებით ცდილობს ჩაკეტილი ქვეყნის დიალოგში ჩართვას. მუნი აცხადებს, რომ მხოლოდ ცალკე აღებულმა სანქციებმა მარცხი განიცადა გადაეწყვიტა მზარდი საფრთხე, მომდინარე ჩრდილოეთ კორეისაგან, რომელიც ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს ავითარებს.

 


ჩრდილეოთ კორეა, რომელმაც 2016 წლიდან მოყოლებული გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უგულვებელყოფით ათეულობით სარაკეტო და ორი ბირთვული ბომბის გამოცდა მოაწყო, აცხადებს, რომ პროგრამა შეერთებული შტატაბის აგრესიის შესაკავებლადაა საჭირო.

 


თეთრი სახლს და პრეზიდენტ ტრამპს ფხენიანის მორიგი სარაკეტო გამოცდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის სარდლობამ განაცხადა, რომ მან თვალყური მიადევნა ახლო მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას, რომელიც 6 წუთი გაგრძელდა და მისი შეფასებით, ის არ წარმოადგენს საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

 


შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ იგი ცდილობს ჩინეთთან ერთად განიხილოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ახალი სანქციები და პეკინი - ფხენიანის მთავარი დიპლომატიური მოკავშირე - აცნობიერებს, რომ დრო, მოლაპარაკებების მეშვეობით შეჩერდეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა, შეზღუდულია.

 


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა შეკითხვაზე, თუ როგორი იქნება სამხედრო კონფლიქტი, თუკი დიპლომატიური მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, კვირას გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ის „ალბათ, ყველაზე საშინელი ბრძოლა იქნება უმეტესი ადამიანებისთვის მთელი თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში“.

 


„ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს ასეულობით საარტილერიო ზარბაზანი და რაკეტების სატყორცნი დანადგარი აქვს დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქიდან ახლო მანძილზე და ეს არის სამხრეთ კორეის დედაქალაქი“, უთხრა მატისმა CBS-ის ახალი ამბების პროგრამა „Face the Nation“-ს.

 


„და ომის შემთხვევაში, ისინი საფრთხეს შეუქმნიან ჩინეთს და აგრეთვე რუსეთსაც“.

 


ფხენიანის მორიგი სარაკეტო გამოცდის გამო პროტესტი გამოხატა იაპონიამ, რომლის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაშიც დაეშვა რაკეტა.

 


იაპონიის პრემიერ მინიტრმა შინძო აბემ მოკლე სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისას ჟურნალისტებთან განაცხადა: „როგორც ჩვენ შვთანხმდით დიდი შვიდეულის ახლახან გამართულ შეხვედრაზე, ჩრდილოეთ კორეის საკითხი უმაღლესი პრიორიტეტია საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის. შეერთებულ შტატებთან მუშაობით, ჩვენ სპეციფიკურ ქმედებებს განვახორციელებთ ჩრდილოეთ კორეის შესაკავებლად“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი