ათეულობით ათასი ადამიანი შეუერთდა აშშ-ის ქალაქ ბოსტონში ანტი-რასიზმის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციას
19-08-2017, 13:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ათეულობით ათასი ადამიანი შეუერთდა ანტი-რასიზმის წინააღმდეგ „თავისუფალი სიტყვის დემონსტრაციას“ აშშ-ის ქალაქ ბოსტონში.

 


ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი არ მისცემდნენ პლატფორმას რასიზმსა და ფანატიზმს.

 


გასულ კვირას ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეთა მიერ გამართული მარშირების შემდეგ, რომელსაც სისხლიანი დასასრული ჰქონდა, შეერთებულ შტატებში დაძაბულობა გაზრდილია.

 

 

The Boston Herald-ის ცნობით, კონტრ-პროტესტს 30,000-მდე ადამიანი ესწრებოდა.

 

 

 

 

 

 

მოგვიანებით პოლიციასას და კონრტ-პროტესტანტებს შორის ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას, პოლიციამ ათეულობით პირი დააკავა.

 

 

 


ბევრი დემონსტრანტი 32 წლის ჰიტერ ჰეიერის სტიკერს ატარებდა, ახალგაზრდა ქალისა, რომელიც გასულ შაბათს შარლოტსვილში კონტრ-პროტესტანტების ჯგუფში ავტომანქანის შევარდნის მსხვერპლი გახდა.

 

 

დემონსტრაციების გამართვამდე ქალაქის პოლიციის კომისარმა განაცხადა, რომ მას არასდროს უნახავს ამდენი ხალხი „თითქმის კონფრონტაციას დაეძებდეს“.

 


„მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ რიტორიკამ ეს ნამდვილად განსხვავებულ საფეხურზე აიყვანა“, განაცხადა კომისარმა უილიამ ევანსმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 


„თავისუფალი სიტყვის დემონსტრაციის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ „მედიაში დეზინფორმაცია“ მათ „ორგანიზაციას ამსგავსებდა იმათ, ვინც შარლოსტვილში გამართა დემონსტრაცია“.

 


„მაშინ როცა ჩვენ ვამტკიცებთ რომ ყველა ინდივიდს სიტყვის თავისუფლების კანონიერი უფლება გააჩნია და ვიცავთ ამ უმთავრეს ადამიანის უფლებას, ჩვენ არ შევთავაზებთ ჩვენს პლატფორმას რასიზმსა და ფანატიზმს“, დაწერა ჯგუფმა ღონისძიებისადმი მიძღვნილ „ფეისბუქის“ გვერდზე. „ჩვენ ვგმობთ უპირატესობის და ძალადობის პოლიტიკას“.

 


შარლოტსვილში გასულ კვირას ძალადობა თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეთა მიერ დაწყებულ მარშირებას მოჰყვა. ისინი აშშ-ის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის სამოქალაქო ომის კონფედერატთა გენერლის, რობერტ ლის ძეგლი აღების წინააღმდეგ გამოვიდნენ. თეთრკანიანთა გამოსვლას კონტრ-პროტესტი და მსხვერპლიც მოჰყვა.

 


შარლოტსვილში გენერალ ლის ძეგლი ჯერჯერობით ისევ დგას, თუმცა შაბათს, ადრიანად, ჩრდილოეთ კაროლინას დიუკის უნივერსიტეტმა მისი სამლოცველოს შესასვლელთან მდგარი რობერტ ლის ძეგლი აიღო. უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ვინსენტ პრაისმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.

 


ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში გასული კვირის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის გასწვრივ კონფედერატების „მშვენიერი“ ძეგლების აღება „დასანანად“ და „სულელურად“ მიიჩნია.

 


„სევდის მომგვრელია უყურებდე ჩვენი დიდებული ქვეყნის ისტორიის და კულტურის სრულიად განადგურებას ჩვენი ლამაზი ძეგლების და მონუმენტების აღებით“, დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“ ხუთშაბათ დილით. „შენ ვერ შეცვლი ისტორიას, მაგრამ შეგიძლია რომ ისწავლო მისგან. რობერტ ლი, სტოუნუოლ ჯექსონი - ვინ არის შემდეგი, ვაშინგტონი, ჯეფერსონი? რა სულელურია!“

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი