მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა „განიკურნება და იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა“
20-08-2017, 05:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბოსტონში მემარჯვენე ფრთის წინააღმდეგ გამართულ მრავალათასიან დემონსტრაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკა მალე დადგება ფეხზე, როგორც ერთი მთლიანი ქვეყანა.

 

 

„ჩვენი დიდებული ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში იყო დაყოფილი. ზოგჯერ პროტესტია საჭირო, რომ განიკურნო, და ჩვენ განვიკურნებით და ვიქნებით უფრო ძლიერნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 


უფრო ადრე კი პრეზიდენტმა განაცხადა: „მე მინდა მივესალმო პროტესტანტების დიდ რაოდენობას ბოსტონში, რომლებიც ღიად საუბრობენ ფანატიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყანა მალე დადგება ერთ მუშტად!“

 


ათეულობით ათასი ადამიანი შეუერთდა ანტი-რასიზმის წინააღმდეგ „თავისუფალი სიტყვის დემონსტრაციას“ აშშ-ის ქალაქ ბოსტონში.

 


ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი არ მისცემდნენ პლატფორმას რასიზმსა და ფანატიზმს.

 

 

 


გასულ კვირას ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეთა მიერ გამართული მარშირების შემდეგ, რომელსაც სისხლიანი დასასრული ჰქონდა, შეერთებულ შტატებში დაძაბულობა გაზრდილია.

 

 

 


The Boston Herald-ის ცნობით, კონტრ-პროტესტს 30,000-მდე ადამიანი ესწრებოდა. აქციაზე ძალადობა და რაიმე ექსცესი არ დაფიქსირებულა, თუმცა მოგვიანებით კონტრაქციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა.

 

 

 


ბევრი დემონსტრანტი 32 წლის ჰიტერ ჰეიერის სტიკერს ატარებდა, ახალგაზრდა ქალისა, რომელიც გასულ შაბათს შარლოტსვილში კონტრ-პროტესტანტების ჯგუფში ავტომანქანის შევარდნის მსხვერპლი გახდა.

 

 

„თავისუფალი სიტყვის დემონსტრაციის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ „მედიაში დეზინფორმაცია“ მათ „ორგანიზაციას ამსგავსებდა იმათ, ვინც შარლოსტვილში გამართა დემონსტრაცია“.

 


„მაშინ როცა ჩვენ ვამტკიცებთ რომ ყველა ინდივიდს სიტყვის თავისუფლების კანონიერი უფლება გააჩნია და ვიცავთ ამ უმთავრეს ადამიანის უფლებას, ჩვენ არ შევთავაზებთ ჩვენს პლატფორმას რასიზმსა და ფანატიზმს“, დაწერა ჯგუფმა ღონისძიებისადმი მიძღვნილ „ფეისბუქის“ გვერდზე. „ჩვენ ვგმობთ უპირატესობის და ძალადობის პოლიტიკას“.

 


შარლოტსვილში გასულ კვირას ძალადობა თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეთა მიერ დაწყებულ მარშირებას მოჰყვა. ისინი აშშ-ის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის სამოქალაქო ომის კონფედერატთა გენერლის, რობერტ ლის ძეგლი აღების წინააღმდეგ გამოვიდნენ. თეთრკანიანთა გამოსვლას კონტრ-პროტესტი და მსხვერპლიც მოჰყვა.

 


შარლოტსვილში გენერალ ლის ძეგლი ჯერჯერობით ისევ დგას, თუმცა შაბათს, ადრიანად, ჩრდილოეთ კაროლინას დიუკის უნივერსიტეტმა მისი სამლოცველოს შესასვლელთან მდგარი რობერტ ლის ძეგლი აიღო. უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ვინსენტ პრაისმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.

 


ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში გასული კვირის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის გასწვრივ კონფედერატების „მშვენიერი“ ძეგლების აღება „დასანანად“ და „სულელურად“ მიიჩნია. 

 


„სევდის მომგვრელია უყურებდე ჩვენი დიდებული ქვეყნის ისტორიის და კულტურის სრულიად განადგურებას ჩვენი ლამაზი ძეგლების და მონუმენტების აღებით“, დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“ ხუთშაბათ დილით. „შენ ვერ შეცვლი ისტორიას, მაგრამ შეგიძლია რომ ისწავლო მისგან. რობერტ ლი, სტოუნუოლ ჯექსონი - ვინ არის შემდეგი, ვაშინგტონი, ჯეფერსონი? რა სულელურია!“

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი