სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უთხრა, რომ „მიტაცებული“ დიპლომატიური ობიექტებიდან რუსეთის სახელმწიფო დროშების ჩამოხსნა მიუღებელია
12-10-2017, 23:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან სატელეფონო საუბრისას ამერიკის ხელისუფლების მიუღებელ ქმედებაზე განაცხადა, რაც „მიტაცებული“ დიპლომატიური ობიექტებიდან რუსეთის სახელმწიფო დროშების ჩამოხსნას უკავშირდება.

 


სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ლავროვმა ასევე დაადასტურა მოსკოვის განზრახულობა „უკანონოდ მითვისებული საკუთრების“ სასამართლოს გზით დაბრუნების თაობაზე.

 


„ამერიკელი ჩინოვნიკების თვითნებობა, რომელიც გრძელდება, პირდაპირ ეწინააღმდეგება ვაშინგტონის მიერ უმაღლეს დონეზე გაჟღერებულ დეკლარაციას, ნორმალიზებულ იქნეს ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც უპრეცედენტოდ დაბალ დონეზეა დაშვებული“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

 


უფრო ადრე უწყების პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ამერიკული ხელისუფლების ქმედებას „მტრული“ უწოდა. მოსკოვი მომხდარს აფასებს როგორც „რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოს შებღალვას“, განაცხადა ზახაროვამ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ შეგნებულად ანგრევს ურთიერთობებს რუსეთთან, დაამატა მან.

 

 

ზაფხულში, 17 ივლისს კი სერგეი ლავროვმა „დღისით-მზისით ყაჩაღობად“ აღწერა აშშ-ის მიერ რუსეთის ორი დიპლომატიური შენობის კონფისკაცია, პუტინის პრესსპიკერმა, პესკოვმა კი მათი უპირობო დაბრუნება მოითხოვა. 

 

 

სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის მიერ სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს და ვაშინგტონსა და ნიუ იორკში საკონსულო ობიექტების დახურვის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს არის რუსეთის კუთვნილი ქონების ხელყოფა და აღნიშნა, რომ მიმართავენ სასამართლოს.

 

 

კომენტარები: 1
#1   zurab
      
რა ყნდა ვთქვა ერტია საქართველოს რუსეთზე დიდი და დაუნდობელი მთერი არ კოლია.ხო და თუ ვინმე რყსეთს სილას გააწნავს კარგია.ისე სიმართლეა რყსეთმა გვიხსნა ორი ბოროტი მეზობლისგან და დგესაც ატორმუზობს მათ.ტორე ტურცეტი და ირანი შეგვჩამდა.მე ვპიქრობ რომ მაინც კველაზე დიდი მტერი ცართველისთვის მინც ქარტველია.ეგენი გვანადგურებენ თორე რყსებზე დზლიერ მტერსაც მოვერეოდით შინაური გვბრიდავს ეგაა მცარე სიმართლე
13 ოქტომბერი 2017 15:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი