ზიმბაბვეს დედაქალაქში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ათიათასობით ადამიანი გამოვიდა - რობერტ მუგაბე მისი მომავლის შესახებ არმიის მეთაურთან მორიგ შეხვედრას გამართავს
19-11-2017, 09:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე არმიის მეთაურთან მორიგ შეხვედრას გამართავს მას შემდეგ, რაც ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეს ქუჩებში, შაბათს, მუგაბეს გადადგომის მოთხოვნით, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.

 


სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, შუამავლობას კათოლიკური ეკლესიის მღვდელი გასწევს.

 


მას შემდეგ რაც ოთხშაბათს ძალაუფლება ხელში არმიამ იმის გამო აიღო, რომ მუგაბემ მისი მოადგილე, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტი ემერსონ მნანგაგვა თანამდებობიდან გადააყენა, 93 წლის ლიდერი დიდწლად შინაპატიმრობაში რჩება და საჯაროდ მხოლოდ ერთხელ, ზიმბაბვეს ღია უნივერსიტეტში, რომლის კანცლერიცაა, კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაზე გამოჩნდა, სადაც მას ტაშით შეეგებნენ.

 

 

 

 

მუგაბემ ზიმბაბვეს ღია უნივერსიტეტში 3 300-ზე მეტ სტუდენტს გადასცა უმაღლესი სასწავლებლის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები, მათ შორის იმ გენერლის ცოლსაც, რომელმაც იგი შინაპატიმრობაში აიყვანა.

 


მერი ჩივენგამ MBA-ის დიპლომი მიიღო, როგორც ამას ზიმბაბვეს სამაუწყებლო კორპორაცია იუწყება.

 


მნანგაგვას პოსტიდან დათხოვნა კი პრეზიდენტის ცოლს, გრეის მუგაბეს გზა უხსნიდა მომავალი პრეზიდენტობისკენ იმ შემთხვევისთვის, თუკი მუგაბეს, რომელიც ზიმბაბვეს 1980 წლიდან უდგას სათავეში - ჯერ პრემიერ მინისტრის, 1987 წლიდან კი პრეზიდენტის რანგში - უფლებამოსილების შესრულება შეუწყდებოდა - მისი ნებით, თუ გარდაცვალების შემთხვევაში.

 

 

ზიმბამბვეს არმიის მეთაური ორშაბათს, პრეზიდენტ მუგაბეს სამხედრო ინტერვენციით დაემუქრა, თუკი მმართველ პარტიაში „წმენდას“ დაუყოვნებლივ არ შეწყვეტდა. 

 

 


როგორც BBC იუწყება, დედაქალაქ ჰარარეს ქუჩებში ათიათასობით ზიმბაბველი გამოვიდა და სამხედროების მიერ ძალაუფლების აღებას ზეიმობდა. ისინი დაჟინებით მოუწოდებდნენ მუგაბეს პოსტის დატოვებას.

 


დემონსტრანტებმა მუგაბეს ფოტოები დახიეს და მის ოფისთან და რეზიდენციასთან მარშირება მოაწყვეს.

 


მმართველი „ზანუ-PF“-ის პარტიაც ასევე მოითხოვს მუგაბეს გადადგომას და მოსალოდნელია, რომ მათი გადაწყვეტილება კვირას პარტიის მთავარი ორგანოს, ცენტრალური კომიტეტის მიერ იქნება მხარდაჭერილი.

 


როგორც ჰარარეში მყოფი BBC-ის სამხრეთ აფრიკის კორესპონდენტი ანდრიუ ჰარდინგი წერს, ეს არის წყალგამყოფი მომენტი და მუგაბეს ძალაუფლებაში დაბრუნება აღარ იქნება.

 


BBC-ის კორესპონდენტების თქმით, მოვლენებს ისეთი პირი უჩანს, რომ სიტუაცია „ზანუ-PF“-ის კონტროლის ფარგლებს სცილდება და შესაძლოა, გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყოს, რომელშიც ოპოზიციაც იყოს შეყვანილი.

 


ჯერჯერობით კი, რობერტ მუგაბე, რომელმაც წლების წინათ თქვა, რომ „მხოლოდ ღმერთს შეუძლია, რომ ჩამოაცილოს ძალაუფლებას“, კატეგორიულად უარს აცხადებს გადადგომასა და სახელმწიფო გადატრიალების ლეგიტიმიზაციაზე.

 


არმია კი ამტკიცებს, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალება არაა და საერთაშორისო ზეწოლას აქვს ადგილი, გამოყენებული იქნეს საკონსტიტუციო საშუალებები პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად. მოლაპარაკებებში ჩართული პირები ზიმბაბვეს კანონდებლობის მიხედვით ეძებენ გზას, როგორმე გადაილახოს კრიზისი.

 


პრეზიდენტ მუგაბეს მოკავშირეთა რიცხვი კი მცირდება. დამოუკიდებლობის ომის ვეტერანებმაც, რომლებიც მის გვერდით იბრძოდნენ ბრიტანული კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ და მოვლენების ამგვარად განვითარებამდე მუგაბეს მხარდამჭერები იყვნენ, ასევე მოუწოდეს მათ ყოფილ ლიდერს, წავიდეს თანამდებობიდან, მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა მუგაბესთვის მმართველი „ზანუ-PF“-ის პარტიის ცენტრალური კომიტეტის კვირას მიღებული გადაწყვეტილება იქნება. ამ შეკრებაზე შესაძლოა, რობერტ მუგაბე ლიდერობიდან გადააყენონ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი