ჩრდილოეთ კორეა დემილიტარიზებულ ზონაში თხრილებით საზღვრებს ამაგრებს
24-11-2017, 18:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩრდილოეთ კორეა დემილიტარიზებულ ზონაში თავის საზღვრებს ამაგრებს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ამ ზონის გავლით სამხრეთ კორეაში გაქცევა შეძლო.

 

 

სამხრეთ კორეაში მყოფმა, შეერთებული შტატების დიპლომატმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ თხრიან მომუშავეები თხრილს.

 

 

ჩრდილოეთ კორეელ დეზერტირს საზღვრის გადაკვეთისას 40-ჯერ ესროლეს.

 

 

სამხრეთ კორეამ მედლები გადასცა იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც დახმარება გაუწიეს და გადაარჩინეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი.

 

 

ადგილს, სადაც ჩრდილოეთ კორეა თხრილს აკეთებს, სხვა დიპლომატიც ესტუმრა. მანვე განუცხადა „როიტერსის“ ახალი ამბების სააგენტოს ამის შესახებ.

 

 

13 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი მანქანით გაიქცა სამხრეთ კორეის საზღვრისკენ, შემდეგ კი ფეხით შეეცადა დემილიტარიზებული ზონის გადაკვეთას, როცა მას ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები წამოეწიენ, ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნეს და მოგვიანებით, ფოთლებში დამალული დეზერტერი სამხრეთ კორეელმა ჯარისკაცებმა გადაიყვანეს თავიანთ ტერიტორიაზე და გადაარჩინეს.

 

 

გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, როგორ გააჩერა მანქანა დეზერტირმა და განაგრძო გზა სირბილით. ვიდეომასალაში არ ჩანს არანაირი დაბრკოლება, რაც საზღვრის როლს ასრულებს იმ ორ ქვეყანას შორის, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან.

 

 

 

 

BBC-ის პოლ ადამსის ანალიზი

 

 

ელჩის მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს, როგორ ცდილობს ჩრდილოეთ კორეა გაამაგროს საზღვარი და თავიდან აირიდოს ისეთი ინციდენტები, როგორიც 13 ნოემბერს მოხდა.

 

 

ოთხშაბათს, გაერომ ჩრდილოეთ კორეელები დაადანაშაულა 1953 წელს დადებული იმ საზავო შეთანხმების ორი პირობის დარღვევაში, რომელმაც კორეის ომი დაასრულა. ერთ-ერთი დარღვევა მოიცავდა ცეცხლის გახსნას „სამხედრო დემარკაციის ზოლის“ გასწვრივ, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას ერთმანეთისგან ყოფს.

 

 

მეორე დარღვევა ჩრდილოეთ კორეელების მიერ უხილავი საზღვრის გადაკვეთას გულისხმობს. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ გადაადგილდება მსროლელი სამხრეთით და შემდეგ სწრაფად იხევს უკან. როგორც ჩანს, მან გაიაზრა თავისი შეცდომა, ან თავისმა თანამებრძოლებმა უთხრეს მას ამის შესახებ.

 

 

შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის მთავრობა თხრილის გათხრით ცდილობს დარწმუნდეს, რომ ჯარისკაცებს ეცოდინებათ თუ სად გადის საზღვარი.

 

 

250 კილომეტრის სიგრძის დემილიტარიზებული ზონა ძლიერ არის გამაგრებული, თუმცა საერთო უსაფრთხოების ტერიტორია არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც ჯარისკაცები, ორივე მხრიდან, ერთმანეთს პირისპირ ხედავენ.

 

 

ზონა მდებარეობს სოფელ პანმუნჯომში, რომელიც სამხრეთ კორეელი ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი