არგენტინამ ორი კვირის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა გემის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 44 წევრის ძებნის ოპერაცია შეწყვიტა
01-12-2017, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

არგენტინის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა განაცხადა, რომ მიატოვა ორი კვირის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა გემის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 44 წევრის ძებნის ოპერაცია.

 

 

„უზარმაზარი ძალისხმევის მიუხედავად, წყალქვეშა გემის ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელი გახდა“, განაცხადა საზღვაო ფლოტის წარმომადგენელმა ენრიკე ბალბიმ, როგორც ამას BBC იუწყება.

 

 

წყალქვეშა გემი „სან-ხუანი“ ბოლოს კონტაქტზე 15 ნოემბერს გამოვიდა.

 


გემზე მყოფი ეკიპაჟის წევრების პოვნის იმედები მას შემდეგ გაქარწყლდა, რაც საზღვაო სატრანსოპრტო საშუალების ბოლოს ცნობილი ადგილდმდებარეობის სიახლოვეს საეჭვო აფეთქების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

 

 

არგენტინის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც წყალქვეშა გემი გაუჩინარდა, აფეთქების ხმა გაიგეს.

 


როგორც BBC იუწყება, საზღვაო ფლოტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „არანორმალური, უცნაური, მოკლე, ძლიერი, არატრადიციული მოვლენა“ იქნა გამოვლენილი ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში.

 


წყალქვეშა გემი „სან-ხუანი“, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფებოდა, 15 ნოემბერს გაუჩინარდა.

 


კაპიტანმა ენრიკე ბალბიმ 23 ნოემბერს განაცხადა, რომ არგენტინის საზღვაო ფლოტს ეცნობა იმ საეჭვო აფეთქების შესახებ, რომელიც გემის, ამ დრომდე ცნობილი ბოლო ადგილმდებარეობის სიახლოვეს მოხდა.

 


კაპიტანმა ბალბიმ განაცხადა, რომ საზღავო ფლოტმა საეჭვო აფეთქების მხოლოდ ადგილმდებარეობა იცის და არა მისი მიზეზი.

 

 

სამძებრო სამუშაოებში სხვა ქვეყნებს შორის ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, საფრანგეთი, გერმანია, პერუ, სამხრეთ აფრიკა, ურუგვაი, დიდი ბრიტანეთი იყვნენ ჩართული და ამ ქვეყნებიდან ზოგმა გემები, ზოგმა კი თვითმფრინავები გააგზავნა არგენტინის დასახმარებლად.

 

 

შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტმა ორი წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალება განალაგა, რომელიც ულტრახმოვან ლოკატორს იყენებს ზღვის ფსკერზე გამოსახულებების შესაქმნელად.

 


„ნასას“ კვლევითმა თვითმფრინავმა სამძებრო ადგილებს გადაუფრინა, მაგრამ ვერაფერი შენიშნა, იუწყება BBC.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი