ლევან შონია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტიდან წასვლის მზაობას გამოხატავს - „არც ბაბუაჩემის დატოვებულია და არც ჩემი წინაპრების - ეს არის სახელმწიფო სამსახური და როცა გეტყვიან, რომ უნდა წახვიდე - უნდა წახვიდე“
04-07-2018, 19:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს 2013 წლიდან დღემდე, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით ინარჩუნებს, GUARDIAN.GE-ის ეუბნება, რომ „არაფერი იცის“ იმის შესახებ, თუ რას შეიძლება უპირებდეს ახალი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, თუმცა გაცნობიერებული აქვს, რომ თანამდებობა წინაპრებისაგან მემკვიდრეობით არ რგებია და რომ „ეს არის სახელმწიფო სამსახური და როცა გეტყვიან, რომ უნდა წახვიდე - უნდა წახვიდე“.

 


„არის პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი და შეეხმიანეთ მას. არაფერი არ ვიცი. მე ჩემს საქმიანობას ვაგრძელებ, როგორც ვმუშაობდი, ისევ ისე ვმუშაობ, მეტი რა გითხრათ“, უთხრა გუბერნატორმა GUARDIAN.GE-ის გაღიზიანებული ტონით და აღელვებულმა განაგრძო: „თუ მეტყვიან, რომ ლევან, დიდი მადლობა, უნდა წახვიდე - არც მაგაზე მაქვს პრობლემა რომ იცოდეთ, წავალ - მე ჯარისკაცი ვარ და გავაკეთებ იმას, რასაც მეტყვის პრემიერ მინისტრი. პრემიერ მინისტრი არის ჩვენი ხელმძღვანელი, ამის გარდა მყავს უშუალო ხელმძღვანელები - თუ იქიდან არ მითხრეს, მე ისე რა უნდა გითხრათ“, განაცხადა ლევან შონიამ და დასძინა, რომ სულაც არ არის „დანაშაული“ ის, რომ გუბერნატორის თანამდებობაზე დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობს.

 


„არ შეიძლება, რომ ადამიანი მუდმივად იყოს ერთ ადგილას. არც ბაბუაჩემის დატოვებულია და არც ჩემი წინაპრების დატოვებული არ არის [ეს თანამდებობა]. ეს არის სახელმწიფო სამსახური და როცა გეტყვიან, რომ უნდა წახვიდე - უნდა წახვიდე“, აღნიშნა შონიამ და შეკითხვაზე - იყო თუ არა მასთან კონსულტაციები თანამდებობის შესაძლო დატოვების თაობაზე - უპასუხა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 


„ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არაფერი უთქვამთ. უპრიანი იქნება, რომ პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან მიიღოთ ამ შეკითხვაზე პასუხი“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ლევან შონიამ.

 


პრემიერ მინისტრის ადმინისტრაცია რეგიონებში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე განცხადებას არ აკეთებს. ექსპერტულ წრეებში კი ვარაუდობენ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პოსტიდან წასვლის შემდეგ ცვლილებები გუბერნატორებსაც შეეხებათ.

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას სახელმა ბოლო პერიოდში ცუდ კონტექსტში არაერთხელ გაიჟღერა. ივნისში, მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერ კახა მიქაიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე სოსო გოგაშვილს შორის საუბრის სატელეფონო ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საუბარი სამეგრელოში არსებულ ვითარებას და გუბერნატორ ლევან შონიასაც შეეხება.

 

 

შონიას, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკვე კარგა ხანია კონტრაბანდის მფარველობაში ადანაშაულებს, სუს-ის მაღალჩინოსანთან სატელეფონი საუბრისას უცენზურო სიტყვებით ამკობს კახა მიქაია და მას „წამლის ბარიგად“ მოიხსენიებს, რომელსაც „ყველა დასცინის“.

 

 

აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ გუბერნატორი შონია „ამ ხელისუფლებისთვისაც კი სუპერმიუღებელი“ ჩინოვნიკი და „კორუფციისკენ მიდრეკილი მოხელეა“.

 

 

უფრო ადრე, მაისში, „ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს, მას მერე, რაც ოკუპირებული აფხაზეთიდან სამგრელოს რეგიონში კონტრაბანდის შემოტანისა და მაღალჩინოსნების მიერ მისი შესაძლო მფარველობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

 


ზოდელავა მაშინ ამბობდა, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში, ცალსახად, უნდა დაკითხონ გუბერნატორი ცხადია, და თუ გამოძიება იქნება ობიექტური და ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ცხადია, მას დააპატიმრებენ".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი