თამარ ჩუგოშვილი: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კინკლაობა უწოდა ჩვენთან საუბარს, არადა უმრავლესობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უზენაესის თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით
14-08-2018, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება შეცვალა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად გიორგი მარგველაშვილს აღარ შეხვდება. „ქართული ოცნების“ წევრები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი თავისი აპარატის თანამშრომელს წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად.

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში მმართველი გუნდის ჩართვას აზრი არ აქვს. ჩუგოშვილი არ აკონკრეტებს დაუჭერს თუ არა მხარს მარგველაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატს საპარლამენტო უმრავლესობა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კინკლაობა უწოდა ჩვენთან საუბარს, არადა უმრავლესობა არის ის ჯგუფი, ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უზენაესის თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით. ასეთი დამოკიდებულებით აზრი არ ექნება, ფორმალობა იქნება ჩვენი საუბარი და რეალურად რეალური კონსულტაციები, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩამოყალიბდეს ორი მთავარი სუბიექტი - პრეზიდენტი და პარლამენტის უმრავლესობა კანდიდატთან დაკავშირებით, ვერ მოხერხდება, როგორც ჩანს. პრეზიდენტს შეუძლია, თავად გააგრძელოს პროცესი, წარმოადგინოს კანდიდატურა და კანდიდატურიდან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავუჭერთ თუ არა მხარს. თითქმის, ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე კანდიდატები, რომლებიც იყვნენ პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენილები, იყვნენ მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები, ეს გარკვეულ სკეპტიციზმს გვიჩენს. ჩვენ არ გვინდა აპრიორი წინააღმდეგობა გამოვუცხადოთ ამ პროცესს, უბრალოდ ჩვენი ჩართვის შედეგს ვერ ვხედავთ“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.

ყველაზე კითხვადი
  1. კონგრესმენი ჯო უილსონი: სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ანიჭებს „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას
  2. ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ
  3. ბიძინა ივანიშვილი: ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან
  4. ირაკლი კობახიძე: მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას
  5. 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს
  6. გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
  7. 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს
  8. სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს
  9. ცესკო: 69 პროცენტის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს
  10. ვიქტორ ორბანი: ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი