პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე არ უნდა ჰყავდეს და იმ შემთხვევაში ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში თუ კანდიდატი განსაკუთრებით მისაღები იქნება მმართველი გუნდისთვის.
„ბევრი ვიმსჯელეთ, გვქონდა დისკუსიები უმრავლესობის შიგნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი ამ არჩევნებში არ უნდა ჰყავდეს. ორი ძირითადი მიზეზია. პირველი, ჩვენ თუ გვინდა, ქვეყნის დემოკრატიის განვითარება, მნიშვნელოვანია, რომ ერთი პარტიის ხელში არ იყოს ყველა უმაღლესი თანამდებობა. მეორე, ჩვენ ქვეყანაში არსებული წარმოდგენები პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით. ჩვენ ვიყავით საპრეზიდენტო სისტემა და აქედან გამომდინარე, დღესაც არის განცდა, რომ პრეზიდენტი არის ხელისუფლების განმახორციელებელი, უშუალო მმართველი, რაც ასე აღარ არის.
ვერ გეტყვით, ჩვენი მხარდაჭერა ვინმეს ექნება თუ არა. რომელიმე კანდიდატი თუ იქნება განსაკუთრებით მისაღები და ჩავთვლით, რომ იმსახურებს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან მხარდაჭერას, მაშინ ჩავერთვებით კამპანიაში“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.