პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით პარლამენტში სიღრმისეულ განხილვა გაიმართება.
„ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი კონსულტაციების ეტაპზეა ეს საკითხი. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევუდგეთ საკითხის სიღრმისეულ განხილვას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, აქაც იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილება მიღებული და ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას, რომელიც დაკავშირებული ამ გადაწყვეტილებასთან“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.