„ჩვენს მოცემულობაში, სჯობს პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით იყოს არჩეული. თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. პრეზიდენტი უნდა იყოს აპოლიტიკური ფიგურა, ის უნდა იყოს როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის პრეზიდენტი, ამიტომ არჩევის წესი უნდა შეესაბამებოდეს სწორედ ამ ბაზას, რომ ის იყოს ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე, თუნდაც მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარტიისა”, აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე.
მისი თქმით, როდესაც საკონსტიტუციო კომისიაზე იყო საუბარი, თავიდანვე პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის მომხრე იყო.
როგორც ძაბირაძე აცხადებს, პრეზიდენტობის კანდიდატები უკვე უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან იძლევიან ისეთ დაპირებებს, რომლის შესრულების მექანიზმები მათ არ აქვთ. მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წინასწარვე ვაყენებთ მათ ისეთ სიტუაციაში, რომ იძულებული არიან იცრუონ და ადამიანი, რომელიც იძულებულია რომ იცრუოს, იმიტომ რომ ხმები მიიღოს და ასეთი ადამიანი იყოს ქვეყნის პირველი პირი და სახელმწიფოს მეთაური, ცოტა უხერხულია. შესაბამისად, ძაბირაძის თქმით, არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რომ ასეთი პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა არაპირდაპირი გზით და არა საერთო-სახალხო კენჭისყრით. ამასთან, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს როგორც უმრავლესობის უმრავლესობა, ისე ოპოზიციის უმრავლესობა.
„ის უნდა იყოს პრეზიდენტი, რომელსაც მხარს უჭერს როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ პოლიტიკურად ნეიტრალურ სახელმწიფოს მეთაურს. ჩვენ მხოლოდ პარლამენტს ვირჩევთ და გამოდის რომ ერთი პირის ლეგიტიმაცია და მთლიანი პარლამენტის ლეგიტიმაცია ტოლია, რაც გარკვეულ უხერხულობას და საფრთხეებსაც ქმნის, რადგან ეს ლიგიტიმაცია ამ პიროვნებამ შეიძლება გამოიყენოს სრულიად სხვა მიმართულებით და არა იმისთვის, რისთვისაც ირჩევენ. თუ რეალურად გვინდა ნეიტრალური პრეზიდენტის არჩევა, ამ წესით უნდა იყოს ის არჩეული“, აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.