ჩემს საარჩევნო კამპანიას წარვმართავ პოზიტიურად - სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში მოუხადა იმ ჟურნალისტებს, ვინც მისი ხუმრობა სერიოზულად აღიქვა
15-08-2018, 17:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა TV პირველის გადაცემაში, „დღის ამბები ლევან ჩხაიძესთან ერთად“ მის საარჩევნო კამპანიასა და განცხადებებზე ისაუბრა. დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ მას მხარს დაუჭერს, მაშინ ექნება მათთან კონსულტაციები. ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ ის თავის საარჩევნო კამპანიას წარმართავს პოზიტიურად და არა ისე, როგორც მისი კონკურენტები - ლანძღვა-გინებით.

 

 

ზურაბიშვილმა ბოდიში მოუხადა იმ ჟურნალიტებს, ვინც მისი ხუმრობა - „ცოტა თავი გაანძრიეთ“,  სერიოზულად მიიღო და მათ პოზიტივისკენ მოუწოდა.

 

 

„როგორც მე უკვე გამოვაცხადე, როგორც კი ექნება „ოცნებას" გადაწყვეტილება, ერთი იქნება, მეორე იქნება, როგორც ექნება კანდიდატებთან მიმართებაში, მაშინ მე უთუოდ მექნება კონსულტაციები. თუ ეს მე შემეხება და თუ იქნება მათი მხარდაჭერა, საჭირო იქნება ცხადია, ვრცელი კონსულტაციები, რომ ვნახოთ რა ფორმას მიიღებს ეს მხარდაჭერა. ამის შესახებ უთუოდ შეგატყობინებთ", აღნიშნა ზურაბიშვილმა და მის მიერ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქართული მხარის დადანაშაულების თაობაზე გაკეთებული განცხადების შესახებ განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

 

 

„არაფერი სხვა განცხადება. მე უკვე შეგატყობინებთ ჩემი განმარტება. ეს იყო, როგორც ვიცით, ამოვარდნილი კონტექსტიდან. მე მგონი არ არსებობს საქართველოში ორი განსხვავებული აზრი ამის შესახებ და მე მგონი, რომ არ არის საჭირო ეს თემა გახდეს ერთადერთი თემა ჩემი საარჩევნო კამპანიის, როგორც ზოგიერთი ცდილობს, რამეთუ არის ძალიან ბევრი თემები, რომელიც აუცილებელი არის და ხვალიდან მე ვიქნები დიდ ჯიხაიშში, საიდანაც გავაკეთებ ჩემს პირველ განცხადებას ყველა იმ თემაზე, რომელიც იქნება ჩემი პრიორიტეტი, ჩემი ხედვა და მე მგონი ეს არის საინტერესო, რომ კამპანია წარიმართოს პოზიტიურად და არა ლანძღვა-გინებაზე, რაც სამწუხაროდ არის ჩემი ზოგიერთი ოპონენტის და კონკურენტის არჩეული გზა. მე არ ვაპირებ, რომ ამ გზაზე დავდგე, არ ვაპირებ რომ ვუპასუხო, არამედ ვაპირებ, რომ ჩემს გზაზე ვიარო", განაცხადა ზურაბიშვილმა და პრეზიდენტის შეზღუდულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებები მისთვის ბევრად უფრო შესატყვისი, მისაღები და კომფორტულია. 

 

 

„ჯერ ერთი, მე ვიღებდი მონაწილეობას იმ კონსტიტუციის რეფორმაში და ცვლილებებში, რომელმაც დახაზა კონტური ამ ახალი პრეზიდენტის ფუნქციის და სწორედ ჩავთვალე, რომ ახალი ფუნქციებიდან გამომდინარე, ეს ჩემთვის ბევრად უფრო შესატყვისი და მისაღებია და მე კომფორტაბელურად ვგრძნობ თავს ამ ახალ ფუნქციებში. ვხედავ საიდან შეიძლება იყოს პრეზიდენტის გავლენა, როგორი უნდა იყოს, სად არის მისი შეზღუდული ფუნქციები და რამდენად არის ჩემთვის ეს მისაღები და ამ ყველაფერზე მე ხვალიდან გავრცობილი ფორმით მოგაწვდით ჩემს ხედვას და დამოკიდებულებას. ამ ახალი პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ როდესაც პრეზიდენტი საყოველთაოდ არის არჩეული, არ იყოს მნიშვნელოვანი, არ შეიძლება. ამ სახელმწიფოს, საზოგადოებას სჭირდება პრეზიდენტი და მე ვეტყვი როგორი პრეზიდენტი ვიქნები მე“, განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

მან ბოდიში მოუხადა იმათ, ვინც მისი ხუმრობა სერიოზულად მიიღო და ხალხს პოზიტივისკენ მოუწოდა. საუბარია მის მიმართვაზე ჟურნალისტებისადმი - „ცოტა თავი გაანძრიეთ“. ზურაბიშვილმა დააზუსტა, რომ მის მიერ ჟურნალიტების მისამართით თქმული ეს ფრაზა, ხუმრობა იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.

ყველაზე კითხვადი
  1. კონგრესმენი ჯო უილსონი: სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ანიჭებს „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას
  2. ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ
  3. ბიძინა ივანიშვილი: ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან
  4. ირაკლი კობახიძე: მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას
  5. 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს
  6. გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
  7. 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს
  8. სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს
  9. ცესკო: 69 პროცენტის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს
  10. ვიქტორ ორბანი: ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი