„როდესაც ინსტიტუციებზე ვსაუბრობთ, - აქ არ არის ლაპარაკი პარლამენტის თაჯდომარე, პრეზიდენტი, - საპარლამენტო რესპუბლიკაში კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტი არის წამყვანი ორგანო, რომელიც არა მხოლოდ ახორცილეებს, არამედ აფორმირებს მთავრობას, აკონტროლებს მთავრობას, მთავრობასთან ერთად შეიმუშავებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და შემდეგ აკონტროლებს, თუ როგორ ხორციელდება ეს პოლიტიკა - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა.
„ეს არის პარლამენტის ფუნქცია და ამდენად, პარლამენტი არის მთავარი ორგანო და შესაბამისად პარლამენტის თავჯდომარე თავის გუნდთან ერთად არის წამყვანი პირი, წამყვანი ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს და უძღვება. შესაბამისად, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავჯდომარის და ზოგადად პარლამენტის როლი არის გადამწყვეტი და ეს დავით უსუფაშვილს ყველაზე კარგად უნდა მოეხსენებოდეს, იმიტომ რომ ის იყო 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში. თუმცა იმ დროს, როდესაც დავით უსუფაშვილი იყო პალრამენტის თავჯდომარე, ძალიან ბევრი ხარვეზი იყო დარჩენილი კონსტიტუციაში და ეს ხარვეზები იყო სწორედ ის, რომ ქვეყანა რომელიც გადაეწყო საპარლამენტო მოდელზე, ბოლომდე არ იყო ეს ჩამოყალიბებული, ჰიბრიდული კონსტიტუცია იყო და სამწუხაროდ, დავით უსუფაშვილმა ვერ შეძლო და ვერ მოახერხა 4 წლის განმავლობაში, რომ ეს ცვლილებები შესულიყო კონსტიტუციაში, რაც ძალიან მოკლე ვადაში მოახერხა ახალმა პარლამენტმა, მოახერხა პირველ რიგში პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ“, განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, შემუშავდა კონსტიტუცია, რომელიც აბსოლუტურად ზუსტად განსაზღვრავს საპარლამენტო ქვეყნის წყობას, და რომელმაც დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან და პირველ რიგში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ვენეციის კომისიისგან.
„ეს გაკეთდა და დღეს საქართველო არის სრულად საპარლამენტო რესპუბლიკა. ცხადია, ამ მოდელშიც პრეზიდენტს აქვს თავისი როლი, ეს არის უაღრესად საპატივცემულო თანამდებობა, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის წარმომადგენლობითი ფუნქციების მქონე პრეზიდენტი და პრეზიდენტი, როგორც წესი საპარლამენტო რესპუბლიკებში განსაკუთრებულ ფუნქციას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყანაში იქმნება კრიზისი, სხვა მხრივ პრეზიდენტები ნაკლებად ჩანან პოლიტიკურ ასპარეზზე, ამის მაგალითია გერმანია, იტალია, ჩეხეთი. ჩვენ სუპერსაპრეზიდენტო ქვეყნების რიცხვში ვიყავით და სამწუხაროდ, ჩვენს მოქმედ პრეზიდენტს ის ამბიცია გამოყვა, რაც იმ ინსტიტუტს ახასიათებდა. ყველაფერი თავის ადგილზე დგება, როდესაც თანამდებობის მქონე პირი ჯდება იმ ჩარჩოში, რასაც მას კონსტიტუცია მიუთითებს“, მიიჩნევს სუბარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.