აფრენიდან მალევე ავარიული დაშვება განახორციელა „Boeing 737 Max“-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძრავასთან დაკავშირებული პრობლემის გამო
27-03-2019, 08:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფრენიდან მალევე ავარიული დაშვება განახორციელა Boeing 737 Max-მა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ორლანდოს საერთაშორისო აეროპორტში ძრავასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, განაცხადა ფედერალური სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ.

 

 

ინდონეზიასა და ფილიპინებში ბოლო 5 თვის განმავლობაში მომხდარი ორი ავიაკატასტროფის შემდეგ ამ მოდელის თვითმფრინავებით მგზავრების გადაყვანა აკრძალულია. თვითმფრინავი Southwest Airlines-ს ეკუთვნის და მას აკრძალვიდან გამომდინარე მგზავრები არ გადაჰყავდა.

 

 

Lion Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ 737“, რომლის ბორტზეც 188 ადამიანი იმყოფებოდა, 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ზღვაში 30-40 მეტრის სიღრმეში ჩავარდა და ბორტზე მყოფი 188 ადამიანი დაიღუპა. 

 

 

ერთი თვის თავზე კი ინდონეზიელმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ „Lion Air“-ის თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, გასაფრენად უვარგისი იყო.

 

 

მიმდინარე წლის 10 მარტს კი, ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბაბადან კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიმავალმა „ეთიოპიის ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგ 737“-მა, რომლის ბორტზეც 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.

 

 

სიკვდილს ამჯერადაც ვერავინ ვერ გადაურჩა.  ავიახაზების წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი