დუშეთში, ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლის ფოიეში, ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების ერთობლივი გამოფენა „ნახატის ენა“ გაიხსნა, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ვილნიუსის გრაფიკული ხელოვნების ცენტრისა და სტუდია „ილუსტრატორის“ მიერ გახლდათ ორგანიზებული.
გამოფენას ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი კულტურის ატაშესთან, ივეტა გედვილაიტესთან ერთად ესწრებოდა.
მან დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მსგავსებებს და კულტურის მნიშვნელობას თანამშრომლობის საკითხებში, ხოლო ზურაბ სეხნიაშვილმა აქცენტი დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებულ თანამშრომლობების მემორანდუმებზე გააკეთა შაკეის და პრიენაის მუნიციპალიტეტებთან.
დამთვალიერებელს გამოფენაზე საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა როგორც ილუსტრაციებს, ასევე წიგნებს და ლიეტუვურ ანიმაციებს, ხოლო სპეციალურად ბავშვებისთვის ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების ვორქშოფები ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება ,,კულტურის ინტერნაციონალიზაცია - ევროპა საქართველოში, საქართველო ევროპაში" ფარგლებში.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.