თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე 14 ათას 536 კვ.მ ტერიტორია და შენობა „საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას” გადაეცემა. ის ახალგაზრდული ფესტივალის „თბილისი 2015″-ის ფარგლებში გარემონტდა, – საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, ქართველი ძიუდოისტები იმსახურებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სავარჯიშო და საასპარეზო დარბაზს.
„ეს შენობა ჩვენ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გავარემონტეთ, რაზეც 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. შენობა არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. მიმაჩნია, რომ ჩვენი ძიუდოისტები აქამდეც იმსახურებდნენ ასეთ დარბაზს,” – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ასტანაში მყოფ ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში წარმატება უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.