“ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასის მზადების ფარგლებში პირველ საკონტროლო მატჩს დღეს, 28 აგვისტოს ინგლისის “ნიუქასლ ფალკონზსთან გამართავენ.
საქართველოს ნაკრები უკვე რამდენიმე დღეა, რაც მსოფლიო თასის სამზადისის მესამე ფაზას ინგლისში, სარის სპორტულ ცენტრში გადის. გუნდი ნიუკასლში გუშინ დილით გაემგზავრა და ჩვენი დროით 22:00 საათზე “კინგსთონ პარკზე” კაპიტნის ვარჯიშიც გამართა. მეტოქე გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაში ძალზე მნიშვნელოვანია, რის გამოც კლუბმა აქცენტი გამოცდილ მოთამაშეებზე გააკეთა, თუმცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა რამდენიმე ახალბედასაც მიეცემა.
“ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება, რომელსაც მოუთმენლად ველით. ქართველებს ბევრი ძალიან კარგი მორაგბე ჰყავთ, რომლებიც საფრანგეთში უმაღლეს დონეზე თამაშობენ, შესაბამისად, ჩვენი ბიჭებისთვის ეს ფასდაუდებელი გამოცდა იქნება“, – განაცხადა “ფალკონზის” მთავარმა მწვრთნელმა დინ რიჩარდსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.