მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში გუნდურ პირველობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 30 აგვისტოს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანიას დაუპირისპირდა.
პირველი შეხვედრა 66 კგ. წონით კატეგორიაში გაიმართა. ვაჟა მარგველაშვილმა მეტოქე იუკოთი დაამარცხა. 73 კგ. წონაში ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე ვაზარით დაამარცხა - 2:0. მესამე შეხვედრაში საჭიდაოდ უკვე ნუგზარ ტატალაშვილი გამოვიდა და დაპირისპირება იუკოთი დათმო - 2:1. ტატალაშვილის შემდეგ, ბექა ღვინიაშვილმა მეტოქე 3:1 დაამარცხა. ბოლო მეხუთე შეხვედრაში ვარლამ ლიპარტელიანმა გერმანელი ძიუდოისტი იპონით დაამარცხა.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 4:1 დაამარცხა და გუნდურ პირველობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.