ჩრდილოეთ კორეამ, სადაც კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული, კარანტინიდან დამატებით 70 უცხოელი გაათავისუფლა
13-03-2020, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეამ კარანტინიდან 70 უცხოელი გაათავისუფლა და უკვე იზოლაციიდან საერთო ჯამში დაახლოებით 300 უცხო ქვეყნის მოქალაქეა გათავისუფლებული.

 


სამხრეთ კორეის ახალი ამბების Yonhap -ის თანახმად, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, კარანტინიდან გათავისუფლებული უცხოელები სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ განათავსეს.

 


თებერვალში, ჩრდილოეთ კორეამ ასეულობით უცხოელი - ფხენიანში მომუშავე დიპლომატები, უცხო ქვეყნების საელჩოთა თანამშრომლები და მათი ოჯახების წევრები - მოათავსა კარანტინში, რათა კორონავირუსის აფეთქებისაგან აერიდებინა თავი.

 


BBC-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული, მაგრამ კრიტიკოსებს ამაში ეჭვი ეპარებათ.

 


სულ სხვა სურათია სამხრეთ კორეაში, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 979-ს შეადგენს. თუმცა გავრცელების მხრივ იქ კლება შეინიშნება. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ დღეში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, როგორც ამას BBC კორეულ „Yonhap“-ზე დაყრდნობით იუწყება.

 


ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშინ როცა დანარჩენი მსოფლიო კორონავირუსთან გამკლავებას ახლა იწყებს, ჩინეთში ახალი შემთხვევების გამოვლენა იმდენად შემცირდა, რომ ბოლო მონაცემებით, იქ მხოლოდ 8 ინფიცირებული გამოვლინდა, მათგან 5 უხანში, დანარჩენი სამი კი საზღვარგარეთიდან შემოტანილი შემთხვევაა.

 

 

ამასობაში, ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, გენერალური ასამბლეის მე-6 კომიტეტში მომუშავე ფილიპინელ დიპლომატს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, იტყობინება BBC ახალი ამბების სააგენტო AFP-ზე დაყრდნობით.

 

 

დიპლომატი ბოლოს ნიუ იორკში მდებარე გაეროს შენობას, სადაც 3 300 ადამიანი მუშაობს, ორშაბათს სტუმრობდა.

 

 

კორონავირუსი აფრიკის კონტინენტზე

 


განამ კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დაადასტურა, გაბონმა კი პირველი შემთხვევა.

 


განას ჯანდაცვის მინისტრმა, კვაკუ აგიემანგ მანუმ განაცხადა, რომ ორმა ადამიანმა, რომელიც ნორვეგიიდან და თურქეთიდან ჩავიდა ქვეყანაში, ტესტირებისას პოზიტიური შედეგი აჩვენა.

 


გაბონში, გაბონელი მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სამშობლოში საფრანგეთიდან ჩავიდა.

 

 

რა ხდება იტალიაში, რომელიც ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდა?

  

 

მძიმე მდგომარეობაა იტალიაში, სადაც ხუთშაბათ საღამოს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისაგან 188 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში ინფექციით დაღუპულთა რაოდენობამ 1 016 შეადგინა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 15 113-ს მიაღწია.

 

 

ოფიციალური ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსისაგან 1 258 ადამიანი გამოჯანმრთელდა, თუმცა ოთხშაბათის შემდეგ შემთხვევების რაოდენობამ 2 651-ით მოიმატა.

 

 

 

 

იტალია ახალმა კორონავირუსმა ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტად დააზარალა. ახლა ქვეყანაში თითქმის ყველაფერი დაკეტილია, გარდა აფთიაქებისა და სუპერმარკეტებისა.

 

 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ BBC-ის განუცხადა, რომ აფეთქების პირველ რაიონებში დაწესებულმა ზომებმა თავისი ეფექტურობა დაამტკიცა და მისი თქმით, მას შემდეგ ორი კვირის გასვლიდან, რაც პირველი ათი ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში „წითელ ზონად“ გამოცხადდა, იქ ახალი ინფექციის შემთხვევები არ გამოვლენილა, ამან კი ზომების გამკაცრება მთელი ქვეყნის მასშტაბით განაპირობა.

 

 

„ჩვენს ბაბუებს ომში წასვლისკენ მოუწოდებდნენ, ჩვენ კი, სახლში დარჩენას გვთხოვენ“, განაცხადა დი მაიომ და დაამატა:

 

 

„თუკი ექიმსა და ექთანს 24 საათი შეუსვენებლივ მუშაობა შეუძლია, ჩვენ ხელი უნდა ავიღოთ ჩვენი სახლების დატოვებაზე. მოქალაქეების უზარმაზარი რაოდენობა პატივს სცემს წესებს. ისინი კი, ვინც არ ემორჩილებიან კანონს, სანქციების - ან ჯარიმების ანდა სისხლის სამართლის საქმეების წინაშე აღმოჩნდებიან“.

 

 

რა ზომები მიიღო შეერთებულმა შტატებმა? 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით რადიკალური ზომები მიიღო და ევროპიდან ამერიკაში მგზავრობის დროებითი შეჩერების შესახებ გამოაცხადა.

 

 

სატლევიზიო მიმართვაში მან განაცხადა, რომ ევროპის 26 ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა მომდევნო 30 დღის განმავლობაში იქნება შეჩერებული, მაგრამ დასძინა, რომ „მკაცრი და საჭირო“ შეზღუდვები არ შეეხება დიდ ბრიტანეთს, სადაც ამ დროისთვის ინფექციის  460 შემთხვევაა დადასტურებული.

 

 

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსი ბოლო დღეების განმავლობაში სწრაფი ტემპით გავრცელდა და ამჟამად ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 135 შეადგინა, სიკვდილიანობამ კი 38.

 

 

„ჩვენს სანაპიროებზე ახალი შემთხვევების შემოსვლისაგან თავის დასაზღვევად, ჩვენ ვაჩერებთ ევროპიდან ყველა მგზავრობას“, განაცხდა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათ საღამოს თეთრი სახლის ოვალური ოფისიდან მიმართვისას. მან დაამატა, რომ ახალი წესები ძალაში პარასკევს, შუაღამიდან შევა.

 

 

სამგზავრო შეზღუდვები არ შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს.

 

 

ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა „მსგავსი უსაფრთხოების ზომების მიღების მხრივ“.

 

 

პრეზიდეტის  განცხადება ტრამპის მიმართვიდან მალევე გამოქვეყნდა და ზუსტად განსაზღვრავს აკრძალვის სამიზნე ჯგუფებს და ქვეყნებს - აკრძალვა შეეხება ყველა მოქალაქეს, რომელიც ევროპის შენგენის თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე ამერიკაში გამგზავრებამდე 14 დღის განმავლობაში  იმყოფებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ირლანდია ამ სიიდან გამოირიცხება, რადგან ის შენგენის 26 ქვეყანაში არ შედის. ბულგარეთი, ხორვატია და რუმინეთი ასევე ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ შენგენის თავისუფალ ზონას არ მიეკუთვნებიან.

 

 

ტრამპმა განაცხადა, რომ მგზავრობის შეჩერება ასევე „შეეხება უზარმაზარი ოდენობის სავაჭრო ტვირთებს“, რომელიც ევროპიდან შედის ამერიკაში, მაგრამ მოგვიანებით „თვითერზე“ დაწერა, რომ ახალ ზომებს „ვაჭრობაზე არც ერთ შემთხვევაში გავლენა არ ექნება“.

 

 

მან ასევე გამოაცხადა მთავრობის გეგმის თაობაზე თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მცირე ბიზნესები მილიარდობით დოლარით და სესხებით და დაჟინებით მოუწოდა კონგრესს მიიღოს საგადასახადო შეღავათების ზომები, რათა კორონავირუსის აფეთქებისაგან გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილ ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა შენელდეს.

 

 

„ჩვენ თავს ვუყრით ფედერალური მთავრობის და კერძო სექტორის მთელ ძალაუფლებას, რათა დავიცვათ ამერიკელი ხალხი“, განაცხადა ტრამპმა.

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვამდე ცოტა ხნით ადრე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოცხადდა. პანდემია არის დაავადებაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთდროულად ვრცელდება.

 


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოუწოდა სახელმწიფოთა მთავრობებს შეცვალონ კურსი და „გადაუდებელი და აგრესიული ქმედებები“ განახორციელონ.

 

 

პანდემიის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 70%-ს - დაახლოებით 58 მილიონ ადამიანს - შესაძლოა კორონავირუსი შეეყაროს.

 


მერკელმა აღნიშნული პროგნოზის შესახებ ოთხშაბათს, პრესკონფერენციაზე, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრთან, ჯენს სპანთან გვერდით მდგომმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რადგან ინფექციის წამალი არ არსებობს, ფოკუსირება ვირუსის გავრცელების შენელებაზე უნდა მოხდეს.

 


გერმანიაში, სამშაბათის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 296 შეადგინა, გარდაცვლილია სამი პაციენტი.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი