ირანში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 147 ადამიანი დაიღუპა - რა ხდება სხვაგან?
18-03-2020, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გთხოვთ, მიჰყევით გზამკვლევებს და დარჩით სახლში, – განაცხადა ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალირეზა რაისიმირანში.

 

 

ქვეყანაში კორონავირუსს უკვე 1 135 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

ამ დროისთვის ირანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 361-ს შეადგენს. 

 

 

ირანში, სამშაბათის მონაცემებით, 24 საათში 135 ადამიანი იყო გარდაცვლილი.

 

 

 

რა ხდება სხვაგან?

 

 

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა სამშაბათს, ერთ დღეში, 309-დან 491-ამდე გაიზარდა, იტყობინება BBC ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რიცხვმაც მკვეთრად მოიმატა, 2 000 ახალი ინფიცირებულით და 11 178 შეადგინა. ესპანეთმა თავისი საზღვრები ჩაკეტა და  47-მილიონიანი ქვეყანა ნაწილობრივ დახურულ მდგომარეობაში იმყოფება.

 

 

შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მადრიდშია გამოვლენილი - 4 871, მეორე ადგილზე კი კატალონიაა 1 394.

 

 

სამშაბათ საღამოს მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსისგან, „კოვიდ-19“-ისგან 1 028 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

 

 

იტალიამ, სადაც ჩინეთის შემდეგ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა გამოვლენილი, 26 000-ზე მეტი, სამშაბათს სიკვდილიანობის მორიგი ზრდის შესახებ გამოაცხადა - 2 150-დან 2 503-ამდე. ქვეყანა დახურულ მდგომარეობაში რჩება.

 

  

გერმანიამ, სადაც 6 000-ზე მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი და სიკვდილის 13 შემთხვევას აქვს ადგილი, აკრძალა რელიგიური მსახურებები და მოუწოდა თავის მოქალაქეებს, რომ გააუქმონ ნებისმიერი შიდა და საზღვარგარეთ დაგეგმილი მოგზაურობა.  

 

 

საფრანგეთში ამ დროისთვის ინფიცირებულთა 6 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია  148 ადამიანი.

 

 

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსისგან უკვე 67 ადამიანი, მათ შორის 14 ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა.  

 

 

ევროკავშირმა ბლოკის გარეთ მყოფი ქვეყნებიდან არასაჭირო მგზავრობები აკრძალა, საფრანგეთში კი დღეიდან უმკაცრესი ზომები ამოქმედდა.

 

 

ევროკავაშირის მიერ მგზავრობაზე დაწესებული აკრძალვა სულ მცირე 30 დღე გავრცელდება. ის შეეხება ყველა უცხოელ ვიზიტორს, გარდა ხანგრძლივი ვადით მცხოვრები რეზიდენტებისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოჯახების წევრებისა და დიპლომატებისა, ჯანდაცვის მუშაკებისა და პროდუქტების გადამტანი სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებისა.

 

 

გარდა ამისა, 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ერთი წლით, 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო.  

 

 

ახალი კორონავირუსი ახლა უკვე ამერიკის ყველა, 50-ვე შტატში გავრცელდა

 

 

სამშაბათს პირველი შემთხვევა დაადასტურა დასავლეთ ვირჯინიამ. შტატის გუბერნატორმა ჯიმ ჯასტისმა თქვა: „ვიცოდით, რომ ეს მოგვაკითხავდა“. შეერთებულ შტატებში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 6 300 შეადგინა, დაღუპულია 108 ადამიანი.

 

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 200 000 შემთხვევა ფიქსირდება და თითქმის 8 000 ადამიანია გარდაცვლილი.

  

 

ტრამპის ადმინისტრაცია ეკონომიკაზე ახალი კორონავირუსის გავლენის შესამსუბუქებლად 1 ტრილიონი სტიმულირების პაკეტის შეთავაზების გეგმის მომზადებას აპირებს. როგორც BBC  იუწყება, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა გავრცელებული ცნობით, სამშაბათ საღამოს კერძო შეხვედრაზე გააფრთხილა „რესპუბლიკელი“ სენატორები, რომ თუკი კონგრესი არ დაამტკიცებს ამ გეგმას, ამერიკაში უმუშევრობის დონემ შესაძლოა 20%-ს მიაღწიოს. უმუშევრობის აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი კი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე დიდი რეცესიის დროს იყო.    

 

 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ვირუსისაგან დაზარალებულ ზონებში არმია ჩართოს, საველე პირობებში საავადმყოფოების მოსაწყობად.

 

 

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე პენსმა თქვა, რომ არმიის საინჟინრო კორპუსს შესაძლოა ეთხოვოს საველე ჰოსპიტლების მოწყობა, რომელიც ცნობილია როგორც MASH-ის (არმიის მობილური ოპერატიული ჰოსპიტალი) ქვედანაყოფი ან გაფართოვდეს არსებული საავადმყოფოები.

 

 

პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები 5 მილიონ სასუნთქ ნიღაბსა და 2 000-ამდე სასუნთქ აპარატს გახდის ჯანდაცვის დეპარტამენტისათვის ხელმისაწვდომს. მან ასევე აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალები კორონავირუსის ტესტირების 14 სერტიფიცირებულ ლაბორატორიას გახსნის არასამხედრო პირების შესამოწმებლად.

 

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა, რომელიც ნოემბერში მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას, სამშაბათ საღამოს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეერთებული შტატების შიდა ტერიტორიაზე მოგზაურობების შეზღუდვები განსახილველად მაგიდაზე დევს. „შენ შეიძლება რომ ეროვნული დახურვა გამოაცხადა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ ეს არ დაგვჭირდება. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია“, განაცხადა ტრამპმა. 

 

 

მან ასევე „თვითერზე“ გამოქვეყნებული თავისი განცხადება, სადაც ახალ კორონივურსს „ჩინური ვირუსი“ უწოდა, დაიცვა და კრიტიკოსების საპასუხოდ, რომელთაც ეს რასისტულად გამოაცხადეს, აღნიშნა: „ის ნამდვილად ჩინეთიდან შემოვიდა“.

 

 

ტრამპმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ თეთრ სახლში ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის აფეთქება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელია, რომ გაგრძელდეს „ივლისამდე ან აგვისტომდე, შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც“.

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ახალი კორონავირუსის პანდემიის საკითხი სამშაბათ საღამოს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განიხილა, იტყობინება ბრიტანული „გარდიანი“ დაუნინგ სთრითზე დაყრდნობით.

 


გამოცემის ცნობით, ლიდერები შეჯერდნენ, რომ შეთანხმებული მრავალმხრივი ქმედებები არსებითია გლობალური ჯანდაცვის გამოწვევის საპასუხოდ და კორონავირუსისაგან გამოწვეული ეკონომიკური გავლენის შესამსუბუქებლად. მანამდე ჯონსონმა მოუწოდა დიდი შვიდეულის ლიდერებს პანდემიის საპასუხოდ საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაცია მოახდინონ.

 

 

მანამდე, ევროპის სახელმწიფოთა მთავრობებმა სხვადასხვა შეფასებები გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ადამიანს შეიძლება შეეყაროს თავიანთ ქვეყნებში ახალი კორონავირუსი. BBC-ის ცნობით, კვირას, საფრანგეთის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ დაახლოებით ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი დაინფიცირდება კორონავირუსით.

 

 

გერმანიაში, კანცლერმა ანგელა მერკელმა გასული კვირის დასაწყისში გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 70%-ს - დაახლოებით 58 მილიონ ადამიანს შეიძლება შეეყაროს ვირუსი.

 


ბრიტანეთის მთავრობამ კი განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ეპიდემიის პიკზე შესაძლოა სამუშაო ძალის დაახლოებით ყოველი მეხუთე დაავადდეს ახალი კორონავირუსით და ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, დიდი აფეთქებისას ინფექცია 80%-ამდე ბრიტანელს შეიძლება შეეყაროს.

 

 

„ნათელია, რომ ახალი კორონავირუსი, კოვიდ-19 მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში მოდევნო თვეების განმავლობაში იქნება მოდებული. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეიძლება გაგვეკეთებინა ამ დაავადების შესაკავებლად. მაგრამ ეს ახლა გლობალური პანდემიაა და შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ინფიცირებულია, მეტი, გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე ჩვენ ეს დადასტურებულად ვიცით. ზოგი ამას სეზონურ გრიპს ადარებს, მაგრამ ეს მართებული არ არის, ეს გაცილებით სახიფათოა და ის უფრო გავრცელდება და მე ვალდებული ვარ ვუთხრა ბრიტანეთის საზოგადოებას, ბრიტანელებს, რომ უფრო მეტი ოჯახი, ბევრი ოჯახი დაკარგავს მათი საყვარელ წევრებს“, უთხრა მოსახლეობას დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ.

  


დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰანკოკმა BBC-ის უთხრა, რომ ბრიტანეთი არ გამორიცხავს სხვა ქვეყნების მსგავსად იმოქმედოს და ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ქვეყანაში აფთიაქების და სუპერმარკეტების გარდა ყველაფერი - რესტორნები, ბარები, მაღაზიები და სხვა დაწესებულებები დახუროს.

 


დიდ ბრიტანეთში სუპერმარკეტებმა მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდეს არ მიეცენ პანიკას იმის შიშით, რომ თაროები შეიძლება დაცარიელდეს პროდუქტებისაგან, არ იყიდონ იმაზე მეტი საკვები, ვიდრე ეს მათ საჭიროებას წარმოადგენს და არ დატოვონ სხვები იმ პროდუქტების გარეშე, რაც მათ ესაჭიროებათ. „ყველაფერი საკმარისია ყველასათვის, თუკი ერთად ვიმუშავებთ“, ნათქვამია სუპერმარკეტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ წერილში.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი